ტომ ჰარდი CZARFACE-თან ერთად კოლაბორაციულ ალბომს უშვებს

არტისტებმა ალბომის პირველი სინგლი – Brothers Grimm უკვე გამოაქვეყნეს.
ტომ ჰარდი MobLand-ის პრემიერაზე
KRISTINA BUMPHREY/VARIETY

ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ტომ ჰარდი მუსიკალურ სამყაროს უბრუნდება. იგი თავის რეპ-ალტერეგოს, Frankie Pulitzer-ს, იგივე Face Puller-ს აცოცხლებს და ჰიპ-ჰოპ ჯგუფ CZARFACE-თან ერთად კოლაბორაციულ ალბომს უშვებს. 

CZARFACE-ის შემადგენლობაში პროდიუსერი 7L, რეპერი Esoteric და ლეგენდარული Wu-Tang Clan-ის წევრი, Inspectah Deck შედიან.

ახალი პროექტი, სახელწოდებით – Czarface Meets Frankie Pulitzer 2026 წლის 28 აგვისტოს გამოვა. ალბომში ისეთი ვარსკვლავებიც მონაწილეობენ, როგორებიც არიან ბასტა რაიმსი, Method Man და EL-O. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ ბასტა რაიმსი ტომ ჰარდის გადასაღებ მოედანზე ესტუმრა და მათ ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნეს. ამ დროს მედიაში უკვე გაჩნდა ეჭვი მათი სამომავლო შემოქმედებითი თანამშრომლობის შესახებ.

არტისტებმა ალბომის პირველი სინგლი – Brothers Grimm უკვე გამოაქვეყნეს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჰარდი CZARFACE-თან თანამშრომლობს. მათი კოლაბორაცია ჯერ კიდევ 2021 წლიდან იწყება, როდესაც მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ჯგუფის  EP-ში, სახელწოდებით – Good Guys, Bad Guys.  ამ კოლაბორაციის რამდენიმე კომპოზიცია ჰარდის მონაწილეობით გადაღებული ფილმის Venom: Let There Be Carnage-ის საუნდტრეკადაც კი იქცა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სტივ სტივენსი და ბილი აიდოლი გიტარის ცენტრის ჰოლივუდ Rockwalk-ზე. 2026 წლის 23 ივნისი, ლოს-ანჯელესი. Katie Flores/Variety

ბილი აიდოლი და სტივ სტივენსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლამდე ჰოლივუდის Rockwalk-ში შეიყვანეს

შემდეგი სტატია

მადონამ და Feid-მა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერა Read My Lips გამოსცეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი