ჯენიფერ ლოპესმა და ALOK-მა ერთობლივი პროექტი Everything’s Fine წარადგინეს

სიმღერა ორ ვერსიად, AM და PM-ად არის წარმოდგენილი. მიუხედავად განსხვავებული ემოციებისა, ორივე მათგანი ერთსა და იმავე გზავნილს ატარებს და დღის სხვადასხვა მონაკვეთის განწყობას ასახავს.
ჯენიფერ ლოპესი და Alok
ჯენიფერ ლოპესი და Alok

ჯენიფერ ლოპესმა და ბრაზილიელმა მუსიკოსმა და პროდიუსერმა ALOK-მა მსმენელს ახალი ერთობლივი ნამუშევარი Everything’s Fine წარუდგინეს, რომელიც ორ ოფიციალურ ვერსიად AM და PM გამოვიდა.

ორივე ვერსია ერთსა და იმავე ისტორიას განსხვავებული ემოციური პერსპექტივიდან გვიყვება. სიმღერა იმ დაძაბულობას ასახავს, რომელიც ხშირად არსებობს ადამიანის შინაგან განცდებსა და იმ სახეს შორის, რომელსაც ის გარე სამყაროს უჩვენებს. ავტორებმა ტრადიციული რემიქსის ნაცვლად მსმენელს ორმაგი გამოცდილება შესთავაზეს.

ორივე ვერსიაში ჯენიფერ ლოპესის ვოკალს თბილი მელოდია ერთვის, თუმცა PM ვერსია უფრო ენერგიული რიტმით გამოირჩევა და საცეკვაო განწყობას ქმნის.

ALOK ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას კონცეპტუალურ პროექტებს ანიჭებს, რომლებიც მსმენელისთვის ემოციურ გამოცდილებას ქმნის. 5 ივნისს არტისტმა ლონდონის O2 Academy Brixton-ში, Rave the World – ინტერაქტიული ცოცხალი შოუ წარადგინა, რომელიც რეივ-კულტურით არის შთაგონებული. პროექტის ჩრდილოეთ ამერიკული პრემიერა კი პირველ აგვისტოს, ნიუ-იორკის Pacha NYC-ში გაიმართება. 

ჯენიფერ ლოპესისთვის Everything’s Fine იმ პერიოდში გამოვიდა, როდესაც მისი მუსიკა ჩარტებში ახალ წარმატებას აღწევს. მომღერლის ჰიტი On the Floor Billboard Global 200-ში კვლავ დაბრუნდა და 117-ე ადგილი დაიკავა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც სიმღერა Prime Video-ს სერიალ Off Campus-ის ერთ-ერთ ეპიზოდში გაჟღერდა. სცენაში ერთ-ერთი პერსონაჟი ჰელოუინის წვეულებაზე ჯენიფერ ლოპესის ლეგენდარულ ვერსაჩეს კაბას აცოცხლებს და სწორედ სიმღერა On the Floor-ზე ცეკვავს.

ჯენიფერ ლოპესი და ALOK ამ კოლაბორაციაში საკუთარ მუსიკალურ ხედვებს ორი განსხვავებული ჟღერადობით აერთიანებენ. Everything’s Fine გვახსენებს, რომ ერთი და იგივე ისტორია შეიძლება სხვადასხვა ემოციას იტევდეს, ხოლო მისი აღქმა მუსიკის რიტმთან ერთად ბუნებრივად იცვლებოდეს.

მოისმინეთ სიმღერა Everything’s Fine:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

MGZAVREBI - Chemi Kvekana (Official Music Video)

„ჩემი ქვეყანა“ – „მგზავრების“ ახალი სიმღერა საქართველოზე

შემდეგი სტატია

ლორინ ჰილმა 2026 წლის BET Awards-ზე ცოცხალი ლეგენდის ჯილდო მიიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი
პოლ მაკარტნი ტურნეს - Got Back-ის კონცერტზე, 2022 წლის 13 მაისი, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი, SoFi-ს სტადიონი Michael Buckner/PMC

უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე Songs of Freedom პოლ მაკარტნი, ბარბრა სტრეიზანდი, შონ პენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას

კონცერტი 2027 წლის 3 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე გაიმართება.
მეტი

რიანამ და დუა ლიპამ ბრილიანტისა და პლატინის სერტიფიკატების მთელი წყება მოიპოვეს 

ლიპას 2020 წლის ალბომის, Future Nostalgia-ს მთავარი ჰიტი მის კარიერაში პირველი სიმღერაა, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო.
მეტი
LISA ფილმიდან Always Lalisa სიმღერა Leave With Me LLOUD/ YouTube

LISA-მ ფილმიდან Always Lalisa ახალი ემოციური სინგლი Leave With Me  წარადგინა

ნელი, მელოდიური ბალადა დოკუმენტური ფილმის ტიტრების ფონზე ჟღერს. ფილმის ნახვა ექსკლუზიურად YouTube Premium-ზეა შესაძლებელი.
მეტი
wayward.atom ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართული ელექტრონული მუსიკა საერთაშორისო სცენაზე – wayward.atom-ის გამოცდილება Sonica Glasgow-ზე და სამომავლო გეგმები

თბილისსა და გლაზგოს შორის ახალი კულტურული ხიდი შენდება - 2027 წელს საქართველო ექსპერიმენტული მუსიკის მასშტაბურ შოუქეისს უმასპინძლებს.
მეტი