შოუში – Hot Ones პენელოპე კრუსმა Bad Bunny-სთან ერთად სცენაზე ასვლასა და U2-ს სოლისტისგან დაბადების დღეზე მიღებულ უჩვეულო საჩუქარზე ისაუბრა

„უკვე ხუთჯერ ვიყავი მის კონცერტზე. მაგრამ პირველად, პუერტო-რიკოში, ბენიტო მოვიდა ჩემთან და მთხოვა, სცენაზე გავყოლოდი სიმღერის წარსადგენად,” – გაიხსენა მსახიობმა.
პენელოპე კრუსი შოუში – Hot Ones
FIRST WE FEAST/HOT ONES/YOUTUBE

მსახიობმა პენელოპე კრუსმა მონაწილეობა მიიღო პოპულარულ შოუში – Hot Ones.

„ძალიან ვნერვიულობ,” – უთხრა მან შოუს წამყვანს, შონ ევანსს.  „ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ თქვენი შოუ მიყვარს, უფრო სხვებზე ვხალისობ, როცა ამ გამოწვევას გადიან“. 

კრუსმა თქვა, რომ შოუში მონაწილეობაზე იმის გამო დათანხმდა, რომ ეს შვილებმა სთხოვეს. ევანსმა აღნიშნა, რომ ოთხი წლის წინ გადაცემაში კრუსის ახლო მეგობარი, მსახიობი სალმა ჰაიეკი ჰყავდა სტუმრად და დაინტერესდა, გადახდათ თუ არა მათ ბოლო დროს რაიმე საინტერესო თავგადასავალი.

„ძალიან ახლოს ვართ. ის ჩემთვის უფროსი დასავითაა,” – თქვა მან ჰაიეკზე და გაიხსენა, რომ მიუხედავად ჯამბაზების მიმართ დიდი შიშისა, გასულ ჰელოუინზე ორივემ სწორედ ჯამბაზის კოსტიუმები მოირგეს, შემდეგ კი  ყველაფერი ძალიან, ძალიან ცუდად წარიმართა. „ჯამბაზები არ მიყვარს. ახლა კი წარმოიდგინეთ, ხალხით სავსე თვითმფრინავი, სადაც ჩვენგან 10-ს სწორედ ჯამბაზის ფორმა აცვია. უცებ პილოტმა გამოაცხადა: გაიკეთეთ ჟანგბადის ნიღბები” – გაიხსენა მსახიობმა და მოყვა, როგორ დარბოდნენ ბორტგამცილებლები ჟანგბადის ნიღბებით.

„ძალიან გაგვიმართლა. უსაფრთხოდ დავსხედით. მაგრამ ეს ისეთი გიჟური გამოცდილება იყო. შემდეგ სხვა თვითმფრინავში მოგვიწია გადაჯდომა, რადგან რამდენიმე საათში გადაღება გვეწყებოდა. რა თქმა უნდა, გადასაღებ მოედანზე დავაგვიანეთ, მაგრამ მთავარია, ცოცხლები ვიყავით. ეს მართლაც გიჟური ამბავი იყო“.

როდესაც საკვების სიმწარის დონემ მოიმატა, კრუსმა, რომელიც  ზოგადად ერიდება ცხარე საკვებს, თქვა, რომ მისი აზრით,  ხალხი აზვიადებს და შოუში საჭმელი ასეთი ცხარე სულაც არ არის. მან წამყვანს ისიც ჰკითხა, ხომ არ ეკუთვნოდა რაიმე ჯილდო ამ გამოწვევის ასე სწრაფად გავლისთვის.

შემდეგ კრუსმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად სასიამოვნო იყო გასულ წელს თავის თინეიჯერ ვაჟთან, ქალიშვილთან და მეუღლესთან, ხავიერ ბარდემთან ერთად Bad Bunny-ს კონცერტზე წასვლა. 

„მანქანაში ვიყავით, როცა ბავშვებმა მისი მუსიკა ჩამირთეს. თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს ტექსტები მათთთვის არ იყო შესაფერისი, მაგრამ შემდეგ მე თვითონაც გაუჩერებლად ვუსმენდი.”

ოჯახი Bad Bunny-ს სანახავად პუერტო-რიკოში გაემგზავრა, სადაც არტისტის ისტორიული, 2025 წლის შიუების სერია – No Me Quiero Ir de Aqui იხსნებოდა. კრუსი და ბარდემი სცენაზე, VIP ზონაში საპატიო სტუმრები იყვნენ. 

„უკვე ხუთჯერ ვიყავი მის კონცერტზე. მაგრამ პირველად, პუერტო-რიკოში, ბენიტო მოვიდა ჩემთან და მთხოვა, სცენაზე გავყოლოდი სიმღერის წარსადგენად და ბოლოს, ჩემი შვილები მოვიდნენ და მითხრეს: დედა, ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგარი ხარ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგარი დედა გვყავს. მე კი გულში მადლობას ვუხდიდი Bad Bunny-ს, ამას ხომ ამდენი წელი ველოდი’“ 

ევანსი შეეხო თემას, რაც კრუსს ყველაზე მეტად აშინებს – მანქანის მართვა. „მართვის ძალიან ღრმა შიში მაქვს. ახლა ვაპირებ ვთქვა ისეთი რამ, რის თქმასაც არ ვგეგმავდი: ჩემმა მეგობარმა ბონომ ბოლო დაბადების დღეზე მანქანა მაჩუქა. რაც უნდა გიჟურად ჟღერდეს, მანქანა მიყიდა. ვფიქრობ, ეს არის საბოლოო ბიძგი, რომ მართვა ვისწავლო. ბონოსგან რომ მანქანას მიიღებ და მართვის მოწმობას არ აიღებ, წარმოგიდგენიათ, რა სიგიჟეა?” – თქვა პენელოპე კრუსმა. 

მალე მაყურებელი პენელოპე კრუსის მონაწილეობით ახალ ფილმს – The Invite-ს იხილავს, რომელშიც ასევე მონაწილეობენ სეთ როგენი, ედვარდ ნორტონი და ოლივია უაილდი. ფილმი  კინოთეატრებში 10 ივლისს გამოვა.

ნახეთ Hot Ones-ის სრული ეპიზოდი კრუსის მონაწილეობით:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Daydreaming – ერთი სიმღერის ისტორია

შემდეგი სტატია

დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის დებიუტი თბილისის ოპერის თეატრში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი