Mango – კორძი, ლიკუნა თუთისანი, Mechanical Rainbow, ნიკალა და ლუკა ქიტიაშვილი ერთობლივ ნამუშევარს აზიარებენ

სიმღერას თან ახლავს ვიდეოკლიპიც.

კორძი, ლიკუნა თუთისანი, Mechanical Rainbow, ნიკალა და ლუკა ქიტიაშვილი ერთობლივ ნამუშევარს აზიარებენ. სიმღერა, სახელწოდებით Mango, მუსიკოსთა ფართო შემადგენლობის კოლაბორაციაა. როგორც კრედიტებში ვკითხულობთ, მუსიკის ავტორი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არტისტია. 

ქართულენოვან სიმღერაში ავტორების ეს მრავალფეროვნება კარგად ჩანს და მსმენელი მასში თითოეული მათგანის სავიზიტო ჟღერადობასაც ამოიცნობს. ნამუშევარს თან ახლავს განწყობის შემქმნელი ვიდეოკლიპიც, რომლის რეჟისორი მარიკა ეჯიბიაა. ვიდეოში არტისტთა ჯგუფი სრული შემადგენლობითაა წარმოდგენილი. მათგან კორძისა და Mechanical Rainbow-ს მსმენელი ხვალ Tbilisi Open Air-ზე იხილავს. არტისტები ფესტივალის მთავარ სცენაზე მეორე საფესტივალო დღის ფარგლებში წარდგებიან.

ნახეთ ვიდეოკლიპი სიმღერაზე Mango.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის დებიუტი თბილისის ოპერის თეატრში

შემდეგი სტატია

Tbilisi Open Air 2026 გაიხსნა – პირველი საფესტივალო დღის მიმოხილვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი