Roxette-ის ჰიტი It Must Have Been Love YouTube-ის მილიარდ ნახვათა კლუბს შეუერთდა

ეს შვედური პოპ-დუეტის პირველი ვიდეოკლიპია, რომელმაც YouTube პლატფორმაზე ამ მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია.
მარი ფრედრიქსონი და პერ გესლე - Roxette-ის გამოსვლა გერმანიის ქალაქ ჰალეში, სატელევიზიო შოუ Wetten, Dass..?-ის გადაცემა, 2011 წლის 12 თებერვალი. Marco Prosch/Getty Images
მარი ფრედრიქსონი და პერ გესლე – Roxette-ის გამოსვლა გერმანიის ქალაქ ჰალეში, სატელევიზიო შოუ Wetten, Dass..?-ის გადაცემა, 2011 წლის 12 თებერვალი.
Marco Prosch/Getty Images

თითქმის 40 წლის შემდეგ, რაც Roxette-ის სიმღერა It Must Have Been Love გამოვიდა, მისი ოფიციალური მუსიკალური ვიდეოი YouTube-ზე სიმბოლურ რეკორდულ ნიშნულს გასცდა და მილიარდ ნახვათა კლუბს შეუერთდა. 

თავდაპირველად სიმღერა 1987 წელს გამოიცა, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა 1990 წელს, ფილმ Pretty Woman-ის გამოსვლის შემდეგ მოიპოვა. კომპოზიციის ერთ-ერთი ვერსია ფილმის ოფიციალურ საუნდტრეკში შევიდა და მაყურებელმა ის ფილმის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ სცენაში მოისმინა.

1990 წელს, როდესაც ფილმი Pretty Woman კინოთეატრებში გამოვიდა, მაყურებელი Roxette-ის ამ ძლიერმა ბალადამ და გარდაცვლილი ვოკალისტის, მარი ფრედრიქსონის გამორჩეულმა შესრულებამ მოხიბლა. მომღერლის ხმა სიმღერაში განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩევა, რომელიც იდეალურად აერთიანებს მელოდრამატიზმსა და თავშეკავებულ ინტერპრეტაციას. 

1990 წელს აშშ-ში სინგლი Billboard Hot 100-ის სათავეში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და ჩარტში სრულად 25 კვირა დაჰყო. ეს Roxette-ის იმ ოთხი სიმღერიდან ერთ-ერთია, რომელიც ამერიკული ჩარტის სათავეში მოხვდა და ერთადერთი, რომელმაც N1 პოზიცია კვირაზე მეტხანს შეინარჩუნა. 

დიდ ბრიტანეთში კი სიმღერამ ოფიციალურ სინგლების ჩარტში მესამე ადგილს მიაღწია და ჩარტში 14 კვირის განმავლობაში დარჩა.

სიცოცხლის მანძილზე, მარი ფრედრიქსონი Roxette-თან ერთად Billboard Hot 100-ში 12-ჯერ მოხვდა, ხოლო Billboard 200-ში სამი ალბომით იყო წარმოდგენილი.

2002 წელს მარი ფრედრიქსონს თავის ტვინის სიმსივნის აგრესიული ფორმა დაუდგინდა. ინტენსიურმა მკურნალობამ მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დააზიანა – გავრცელებული ინფორმაციით, თითქმის სრულად დაკარგა მხედველობა ერთ თვალში და სმენა ნაწილობრივ დაუქვეითდა.

2009 წელს იგი Roxette-ის გაერთიანების ტურნეს ფარგლებში სცენას დაუბრუნდა, თუმცა 2016 წელს, ექიმების რეკომენდაციით, ცოცხალი კონცერტების გამართვა შეწყვიტა. არტისტი 2019 წელს, კიბოსთან 17-წლიანი ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა.

Roxette ამჟამად ევროპულ ტურნეში Live – Back Again! 2026 იმყოფება, რომელიც სადებიუტო ალბომის 40 წლის იუბილეს ეძღვნება. ჯგუფის შემადგენლობაში არიან დამფუძნებელი და მთავარი სიმღერების ავტორი პერ გესლე, ხოლო ქალის ვოკალურ პარტიებს შვედი მომღერალი ლენა ფილიპსონი ასრულებს.

ნახეთ It Must Have Been Love-ის ოფიციალური მუსიკალური ვიდეო: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

შემდეგი სტატია

ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

შეიძლება დაგაინტერესოთ

ანამარია ბურდულის და ჯიმი ჩეიმბერსის მუსიკალური კოლაბორაცია –  სიმღერა “ზამთარიას” ახლებური ინტერპრეტაცია

ანამარია ბურდულმა, სასცენო სახელით anman, მუსიკოს ჯიმი ჩეიმბერსთან ერთად ახალი მუსიკალური კოლაბორაცია გამოუშვა - ქართული სიმღერის „ზამთარია“ ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც უფრო დიდი პროექტის დასაწყისია.
მეტი

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი