შაკირასა და Burna Boy-ს Dai Dai გლობალურ ჩარტებს იპყრობს

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის Halftime Show-ს შემდეგ სიმღერამ კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოიპოვა.
შაკირა და Burna Boy 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის Halftime Show-ზე
AL BELLO/GETTY IMAGES

კიდევ ერთი გახმაურებული შესრულების შემდეგ შაკირასა და Burna Boy-ს Dai Dai კვლავ მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ სიმღერად რჩება. ის უკვე სამი კვირაა, რაც „ბილბობრდის” Global 200-ში, ხოლო ხუთი კვირაა, რაც Global Excl. U.S. ჩარტში ლიდერობს. 

სიმღერა Global 200-ის ლიდერი მსოფლიოს მასშტაბით 57.9 მილიონი სტრიმითა და 15 000 გაყიდვით გახდა. Global Excl. U.S. ჩარტში კი, აშშ-ის გარეთ, 49.6 მილიონი სტრიმითა და 8 000 გაყიდვით ლიდერობს.

Dai Dai-ს, რომელიც ფიფას მსოფლიო თასის ოფიციალური ჰიმნია, დამატებითი პოპულარობა მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში გამართულმა შოუებმა მოუტანა. 11 ივნისს შაკირამ და Burna Boy-მ ის 80 000-ზე მეტი ფანის წინაშე შეასრულეს ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე, აცტეკას სტადიონზე. 19 ივლისს კი, ფინალური მატჩის დროს, შაკირა, Burna Boy, ჯასტინ ბიბერი, BTS და მადონა ჩემპიონატის ისტორიაში პირველ Halftime Show-ზე წარდგნენ. 11-წუთიან კონცერტზე შესრულდა Dai Dai-ც.

გლობალურ ჩარტებში დაბრუნდა ასევე BTS-ის Normal-იც, რომელიც პირველად Global 200-ში მაისში, მეხუთე ადგილით მოხვდა. ამჯერად ალბომ ARIRANG-ის ჰიტი, 26.6 მილიონი სტრიმითა და 48 00 გაყიდვით, ჩარტში მეოთხე ადგილით შევიდა. აშშ-ის გარეთ 22.8 მილიონი სტრიმითა და 27 000 გაყიდვით კი Global Excl. U.S. ჩარტის მეორე პოზიცია დაიკავა. 

Global 200-ის ტოპ ხუთეულში ასევე არიან: არიანა გრანდე, სიმღერით Hate That I Made You Love Me, რომელიც ივნისში ორკვირიანი ლიდერობის შემდეგ ამჯერად მეორე პოზიციას იკავებს; ელა ლენგის Choosin’ Texas მესამე პოზიციით; და ასევე წლევანდელი მსოფლიო თასის ერთ-ერთი გამორჩეული ჰიტი – „ოაზისის” Wonderwall მას შემდეგ, რაც სიმღერა ინგლისის ფანებმა ჩემპიონატის დროს აიტაცეს. 

რაც შეეხება Global Excl. U.S. ჩარტს, აქ Hate That I Made You Love Me მესამე ადგილს ინარჩუნებს; ჯასტინ ბიბერის Beauty and a Beat, ნიკი მინაჟის მონაწილეობით, მეხუთედან მეოთხე პოზიციაზე ინაცვლებს; BTS-ის Swim კი მეხუთე პოზიციაზეა. 

„ბილბორდის” Global 200 და Global Excl. U.S. ჩარტები 2020 წლის სექტემბერში გაეშვა. ჩარტები დაფუძნებულია სტრიმებისა და გაყიდვების რაოდენობაზე მსოფლიოს 200-ზე მეტ ტერიტორიაზე.  Global 200 მთელ მსოფლიოს მოიცავს, Global Excl. U.S. კი იმავე ტერიტორიას, მხოლოდ აშშ-ის გამოკლებით.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

შემდეგი სტატია

როგორ შეიქმნა JAY-Z-ის შოუები იანკის სტადიონზე – ინტერვიუ არტისტის გუნდის სამ მთავარ წევრთან

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი