კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard
კეტი პერი – Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი
Kristina Bumphrey/Billboard

პოპვარსკვლავმა 25 ივლისს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დაგმო. თეთრმა სახლმა არტისტის 2010 წლის ჰიტი Firework TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში გამოიყენა, სადაც სამხედრო ოპერაციების კადრებია ასახული.

კვირის დასაწყისში თეთრი სახლის ოფიციალურ პლატფორმა TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში კეტი პერის სიმღერის ფრაზა – boom, boom, boom დაბომბვის შავ-თეთრი კადრების ფონზე ჟღერს. პოსტს კი  თან ერთვის აღწერა: „ირანი გაფრთხილებულია.“

„ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები,“ –  დაწერა კეტი პერიმ სოციალურ ქსელში. 

„ღრმად შეძრწუნებული და გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ თეთრი სახლის TikTok-ზე სიმღერა Firework  სამხედრო ოპერაციების ამსახველი კადრების წარმოსაჩენად გამოიყენეს. ამაზე თანხმობა არ განმიცხადებია,  არც უკითხავთ და  კატეგორიულად არ ვამართლებ ამ ქმედებას.” – წერს კეტი პერი პლატფორმა X-ზე.

„ეს სიმღერა დავწერე, როგორც იმედის, განკურნებისა და თვითრწმენის ჰიმნი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპს გადიან. იმის ნახვა, რომ გზავნილი, რომელიც თვითშეფასებასა და ადამიანების გამხნევებას ემსახურება, ნგრევისა და ძალადობის ფონად არის გამოყენებული, სრულიად ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ეს სიმღერა გამოხატავს,“ – აღნიშნავს მომღერალი.

კეტი პერიმ თავისი განცხადება შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „ჩემი მუსიკა ხალხის გაერთიანებისთვისაა შექმნილი და არა ომის აღსანიშნავად“.

Firework კეტი პერის 2010 წლის ალბომ Teenage Dream-ის მესამე სინგლია, რომელიც მომღერლის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ჰიტად ითვლება. სიმღერა Billboard Hot 100-ის პირველ ადგილს ოთხი კვირის განმავლობაში იკავებდა. 

კეტი პერი იმ ათეულობით არტისტთა შორისაა, რომლებმაც ტრამპის ადმინისტრაცია პოლიტიკური ვიდეოებისა და წინასაარჩევნო ღონისძიებების დროს მათი მუსიკის უნებართვოდ გამოყენების გამო გააკრიტიკეს.

ივნისში არიანა გრანდემ თეთრი სახლი მისი 2024 წლის სიმღერა Bye-ს გამოყენებისთვის დაგმო, რომელიც TikTok-ის ვიდეოში ICE-ის (აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახურის) სამსახურის მიერ დაკავებების ამსახველ კადრებს აჩვენებს.

მიმდინარე წელს კი ტრამპის ადმინისტრაცია ამავე მიზეზით არტისტმა Kesha-მაც გააკრიტიკა. მისი სიმღერა Blow ავტორის ნებართვის გარეშე TikTok-ის ვიდეოში გამოიყენეს, სადაც საბრძოლო თვითმფრინავებისა და სამხედრო დარტყმების კადრებია ნაჩვენები. ვიდეოს თან ერთვოდა წარწერა: „ლეტალურობა“. 

ნახეთ კეტი პერის განცხადება X-ზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილისა და გერმანიის ეროვნული ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტები საქართველოში

შემდეგი სტატია

შაკირასა და Burna Boy-ს Dai Dai გლობალურ ჩარტებს იპყრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი