Queen-ის Don’t Stop Me Now-მ იუთუბზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

ბრიტანული როკლეგენდა მილიარდნახვიანთა კლუბს უკვე მეორედ შეუერთდა.
Queen
MICHAEL OCHS ARCHIVES/GETTY IMAGES

Queen-ს „იუთუბზე” ვერაფერი აჩერებს. ბრიტანული როკლეგენდა უკვე მეორედ ჩაეწერა მილიარდნახვიანთა კლუბში მას შემდგე, რაც სიმღერამ Don’t Stop Me Now პლატფორმაზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა. 

1978 წლის ალბომ Jazz-ში შესული Don’t Stop Me Now 1979 წელს სინგლის სახით გამოიცა. აშშ-ში მას განსაკუთრებული წარმატება არ ჰქონია და Billboard Hot 100-ში 86-ე ადგილით შევიდა. თუმცა ოკეანის მეორე მხარეს, დიდ ბრიტანეთში, სიმღერა ნამდვილ ჰიტად იქცა და სინგლების ჩარტის ტოპ ათეულში მეცხრე პოზიციით შევიდა. 

მომდევნო ათწლეულების განმავლობაში Don’t Stop Me Now-მ არაერთი სიცოცხლე შეიძინა ფილმების, სატელევიზიო პროექტებისა და რეკლამებში გაჟღერებით, მათ შორის იყო „ტოიოტას”, Silk-ის ნუშის რძის, „ამაზონის” „პფაიზერისა” და „ლ’ორეალის” რეკლამები, American Idol-ის ტრეილერი და 2004 წლის საშინელებათა კომედია Shaun Of The Dead.

2005 წელს ბრიტანული სატელევიზიო შოუ Top Gear-ის მაყურებელმა Don’t Stop Me Now ავტომობილის მართვისას მოსასმენ ყველა დროის საუკეთესო სიმღერად დაასახელა. მომდევნო წელს კი ჯგუფმა McFly-მ მისი ქავერის შესრულებით დიდი ბრიტანეთის ჩარტები დაიპყრო. სიმღერა შესრულებული აქვთ ასევე კეტი პერისა და The Vandals-ს.

Don’t Stop Me Now ჟღერს Queen-ის 1981 წლის საკოლექციო ალბომში Greatest Hits, რომელიც ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ჩანაწერი გახდა დიდ ბრიტანეთში, სადაც მან 1,216 კვირა გაატარა ალბომების ჩარტის ტოპ 100-ში და ეს მაჩვენებელი დღემდე იზრდება. სიმღერამ ახალი პოპულარობის ტალღა 2018 წლის ფილმით Bohemian Rhapsody მოიპოვა. ფილმმა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი მუსიკალური ბიოგრაფიული ფილმის რეკორდი დაამყარა.

პირველად Queen „იუთუბის” მილიარდნახვიანთა კლუბს სწორედ Bohemian Rhapsody-ს მუსიკალური კლიპით შეუერთდა. ვიდეომ მილიარდ ნახვას 2019 წლის ივლისში მიაღწია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Getty Images

ირლანდიელი მუსიკოსი გლენ ჰანსარდი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

კეროლ ჯიმ ახალი ალბომი დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი