კეროლ ჯიმ ახალი ალბომი დააანონსა

No Me Arrepiento De Sentir Tanto მომავალ კვირას გამოვა.
კეროლ ჯი
CHRISTOPHER POLK/DICK CLARK PRODUCTIONS

კეროლ ჯიმ ახალი ალბომი დააანონსა და ის მომავალ კვირას გამოვა. ლათინოამერიკელმა სუპერვარსკვლავმა 29 ივლისს ტორონტოში გამართულ კონცერტზე ფანებს სიურპრიზი გაუკეთა და ახალი პროექტი No Me Arrepiento De Sentir Tanto ოფიციალურად დააანონსა. ჩანაწერი 2025 წელს გამოსული Tropicoqueta-ს გაგრძელებაა. ალბომი 7 აგვისტოს გამოვა. 

ტორონტოში, Rogers Stadium-ზე გამართული კონცერტით კეროლ ჯი პირველი ქალი სოლო არტისტი გახდა, რომელმაც ამ სტადიონზე ჰედლაინერის სტატუსით იმღერა. შოუს განმავლობაში მან ფანები ახალი ალბომის სახელითა და გამოცემის თარიღის დაანონსებით გააოცა, ასევე სტადიონის ეკრანებზე ალბომის ყდის დიზაინიც გააზიარა.

„ტორონტო, თქვენთვის ერთი განცხადება მაქვს და შემდეგ საჩუქარიც გელოდებათ. რამდენიმე თვეა, რაც ერთ პროექტზე ვმუშაობ. თვეებია, ჩაკეტილი ვარ და ახალ მუსიკას ვქმნი. ამავდროულად, ვამზადებდი სეგმენტს, რომელიც ამ ტურნეს ნაწილი გახდება. მინდა, დავაანონსო, რომ 7 აგვისტოს ჩემი ახალი ალბომი გამოვა. ეს არის ალბომი, რომელსაც, ერთი სული მაქვს, თქვენთან ერთად როდის ვიმღერებ. მისი სახელია No Me Arrepiento de Sentir Tanto.”

ახალი კრებული ამ ხნის განმავლობაში ხელის გულზე იმალებოდა. 24 ივლისს, ტურნეს გახსნის დღეს, არტისტმა ახალი სინგლი Matadora გამოსცა. მიუხედავად იმისა, რომ მომავალ ალბომში შემავალი სიმღერების სია ჯერ არ გამოქვეყნებულა, მოსალოდნელია, რომ მასში Matadora-ც იქნება. 

Live Nation-ის ორგანიზებულ ტურნეში, კეროლს უერთდებიან ბეკი ჯი, Greeicy და ელენა როუზი. ტურნე Tropicoqueta-ს მხარდასაჭერად იმართება, რომელმაც ლათინური ალბომების ჩარტის პირველი, ხოლო Billboard 200-ის მესამე პოზიცია დაიკავა. ალბომის ყველა, ოცივე სიმღერა კი ლათინური სიმღერების ჩარტში შევიდა.

ტურნეს შემდეგი გაჩერება 2 აგვისტოს ვაშინგტონშია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Queen-ის Don’t Stop Me Now-მ იუთუბზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

შემდეგი სტატია

ქარდი ბიმ ახალი სინგლი Ah Ha გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი