Fleetwood Mac-ის Greatest Hits ალბომების ჩარტში ახალ პიკს აღწევს

ალბომის ხელახალი, გაფართოებული გამოშვება რამდენიმე ჩარტის რეკორდულ პოზიციებზე ავიდა.
Fleetwood Mac
HERBERT WORTHINGTON

Fleetwood Mac-ის Greatest Hits-ის ხელახალი ვერსის გამოშვების შემდეგ, ალბომი, რომელიც თავდაპირველად 1988 წელს გამოვიდა, პირველად შევიდა „ბილბორდის” 35-წლიანი ისტორიის მქონე ტოპ გაყიდვადი ალბომების ჩარტში.

მას შემდეგ, რაც 7 ჰიტი დაემატა და ციფრულ და ფიზიკურ ფორმატებში გამოიცა, ჩანაწერმა ჩარტში მეათე პოზიცია დაიკავა, რითაც თავისი წინა, 2016 წლის შედეგი – მე-13 პოზიცია გააუმჯობესა.

Greatest Hits ასევე მნიშვნელოვნად დაწინაურდა Billboard 200-ში და 69-ე პოზიციიდან მე-13-ზე გადაინაცვლა. ალბომს ასევე ახალი რეკორდი აქვს ვინილების ჩარტში, სადაც ამჯერად მე-5 ადგილს იკავებს (2019 წელს ის მე-7 ადგილზე გავიდა). ასევე მე-18-დან მეოთხეზე გადაინაცვლა როკისა და ალტერნატიული ალბომების ჩარტში, ხოლო მე-14-დან მესამეზე – ტოპ როკალბომების ჩარტში. 

Greatest Hits-ის თავდაპირველი, სტანდარტული ვერსია 16 სიმღერას მოიცავს, ხოლო მის ახალ, დელუქს გამოცემაში კიდევ 7 სიმღერაა დამატებული. ალბომი სტრიმინგ სერვისებზე 10 ივნისს, ხოლო ფიზიკურ ფორმატში 31 ივლისს გამოვიდა. 

6 აგვისტოთი დათარიღებულ კვირაში აშშ-ში ალბომის 6000-მდე ასლი გაიყიდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 286%-იანი ზრდაა. 

ტოპ გაყიდვადი ალბომების ჩარტში, სადაც Greatest Hits მეათე ადგილს იკავებს, არიანა გრანდე უკვე მერვედ ახერხებს ლიდერობას ახალი ალბომით Petal. გარდა ამისა, Shaboozey კარიერაში საუკეთესო შედეგს აფიქსირებს – მისი ახალი ალბომი The Outlaw Cheri Lee & Other Western Tales მეოთხე პოზიციაზეა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

OCD. - ეს ქალაქი

OCD.-ის ახალი სიმღერა – „ეს ქალაქი“

შემდეგი სტატია

გულის სტენტირების შემდეგ როდ სტიუარტი კონცერტებს აუქმებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი