OCD.-ის ახალი სიმღერა – „ეს ქალაქი“

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული ბენდის, OCD.-ის ახალი სიმღერა „ეს ქალაქი“ უკვე ყველა მუსიკალურ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
OCD. - ეს ქალაქი
OCD. – ეს ქალაქი

OCD.-იმ 10 აგვისტოს ახალი სიმღერა  „ეს ქალაქი“ გამოაქვეყნა. კომპოზიციის ავტორი თავად ვოკალისტი დაჩი მდივნიშვილია. მისი თქმით, სიმღერის მთავარი ინსპირაცია თბილისში არსებული ეკოლოგიური პრობლემა და ქალაქის მიმართ ჩამოყალიბებული განსაკუთრებული, წინააღმდეგობრივი ემოციაა.

OCD.-ის ვოკალისტის, დაჩი მდივნიშვილის თქმით, სიმღერა  „ეს ქალაქი“ არ ეხმიანება მხოლოდ ერთ კონკრეტულ პრობლემას და მსმენელს საკუთარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობასაც უტოვებს, თუმცა მთავარი სათქმელი თბილისისა და მისი ყოველდღიურობის მიმართ გაჩენილი ტკივილია.

დაჩი მდივნიშვილი – მუსიკოსი:

„სიმღერა თბილისში ჰაერი დაბინძურებული რომ იყო, იმ პერიოდში დავწერე. მისამღერი თავიდანვე ასეთი იყო, თუმცა ვერსებში ცოტა განსხვავებული ტექსტი გვქონდა. დაახლოებით ერთი თვის წინ გადავწყვიტეთ, რომ ქართული სიმღერა გამოგვეშვა და ეს კომპოზიცია, ასე ვთქვათ, გავაცოცხლეთ. სიმღერის შინაარსი მიყვარს, რადგან მასში ბევრი რამ შეიძლება იყოს, თუმცა ყველფერს თავისი ახსნა აქვს. მე ძირითადად ქალაქის დაბინძურების თემატიკას და იმ ტკივილს დავუმიზნე,  რომ რამდენადაც გვიყვარს თბილისი,  იმდენად ვწუხდებით ამ სიყვარულით, რადგან აქ უფრო და უფრო რთულდება ყოველდღიურობა. ტექსტში მეორე პირში ველაპარაკებით ქალაქს, როგორც მეგობარს, რომელსაც გინდა, რომ დაეხმარო, მაგრამ ვერ შველი და ბოლოს ამ გადაწყვეტილებამდე მივდივართ: „მე ვერ დაგტოვებ, მე ვერ გაგწირავ, შენთან ერთად თავს დავიმარხავ“. თუ ვერ გადავარჩინეთ, გვირჩევნია, მასთან ერთად დავრჩეთ“, – აღნიშნავს მუსიკოსი.

სიმღერის ჟღერადობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გიტარისტმა სანდრო გიგოლაშვილმა, რომელმაც გიტარის პარტიები თავად დაწერა და კომპოზიცია კიდევ უფრო გაამდიდრა.

აღსანიშნავია, რომ OCD. ახალი ქართული მუსიკალური ჯგუფია, რომელმაც 2026 წელს Tbilisi Newcomers 2026-ის კონკურსში გაიმარჯვა და Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე დიდი აუდიტორიის წინაშე წარდგა. ბენდის წევრები არიან: დაჩი მდივნიშვილი – ვოკალი, სანდრო გიგოლაშვილი – გიტარა, ლაშა ქამადაძე – ბასი, დათა ცაგარეიშვილი – სინთეზატორი, რეზი კუპატაძე – დრამი.

მოისმინეთ OCD.-ის სიმღერა  –  „ეს ქალაქი“ 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Megan Thee Stallion 79-ე ტონის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 7 ივნისი THEO WARGO/GETTY IMAGES FOR TONY AWARDS PRODUCTIONS

Megan Thee Stallion ახალ ალბომს – Act III-ს აანონსებს

შემდეგი სტატია

Fleetwood Mac-ის Greatest Hits ალბომების ჩარტში ახალ პიკს აღწევს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი