სემ სმითის თქმით, Unholy-ს სკანდალის დროს მადონამ ყველაფერი გააკეთა მასთან დასაკავშირებლად

„მისი მუსიკა ქვიარ ადამიანების მაშველი რგოლია,” – ამბობს მუსიკოსი პოპის დედოფალზე.
სემ სმითი ზეინ ლოუის შოუში
APPLE MUSIC / THE ZANE LOWE SHOW

სემ სმითი ემოციურად საუბრობს იმ მხარდაჭერაზე, რომელიც პოპმუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლეგენდისგან მიიღო. Apple Music-თან ახალ ინტერვიუში მუსიკოსმა საკუთარ კარიერაზე მადონას გავლენის შესახებ ისაუბრა და გაიხსენა, რომ პოპის დედოფალი მას პირადად დაუკავშირდა, როცა მომღერალი 2022 წლის ჰიტის, Unholy-ს გარშემო გაჩაღებული კრიტიკის ცენტრში მოექცა. სიმღერა სმითმა კიმ პეტრასთან ერთად ჩაწერა და Billboard Hot 100-ის ლიდერიობაც მოიპოვა. 

„მადონა ჩემთვის დედაა,” – თქვა სმითმა იმ მუსიკაზე საუბრისას, რომელსაც ამჟამად უსმენს. „ის უბრალოდ არარეალურია.”

მომღერალმა გაიხსენა, თუ როგორ უჭერდა მადონა მხარს Unholy-ს გარშემო ატეხილი დაპირისპირების დროს. გამოსვლისთანავე სიმღერა კრიტიკის სამიზნედ იქცა, რასაც ხელი შეუწყო მისმა პროვოკაციულმა ვიზუალმა და ცოცხალმა შესრულებებმა.

„როგორც კი ეს მოხდა, მან ყველაფერი გააკეთა, რომ დამკავშირებოდა. ის ძალიან კარგად არის ინფორმირებული ქვიარ სამყაროში მიმდინარე მოვლენების შესახებ და იცის, თუ რა ხდება ამ თემსა და მათ წარმომადგენელ არტისტებში.”

სმითისთვის მადონას მხარდაჭერას განსაკუთრებული ძალა ჰქონდა, იმ როლიდან გამომდინარე, რომელიც პოპის ლეგენდას ქვიარ კულტურაში უკვე დიდი ხანია, აქვს. სმითი მადონას მუსიკას „ქვიარ ადამიანების მაშველ რგოლს” უწოდებს და ხაზს უსვამს მის უნარს, მუდმივად გარდაიქმნას და ამავდროულად, მხარი დაუჭიროს LGBTQ+ თემებს. 

„ამას მის მუსიკაში გრძნობ,” – ამბობს სმითი. „მისი მუსიკა ქვიარ ადამიანების მაშველი რგოლია და მისი ცხოვრების ყველა ეტაპი, მისი გამძლეობა და ის, თუ როგორ განაგრძობდა ყოველთვის წინსვლას, ჩემთვის ძალიან შთამაგონებელია.”

ორი არტისტის კავშირმა საბოლოოდ სტუდიაში გადაინაცვლა. 2023 წელს მათ გამოსცეს ერთობლივი სინგლი Vulgar – რამდენიმე თვის შემდეგ, რაც მადონამ სმითისა და პეტრასის Unholy 2023 წლის გრემიზე წარადგინა. 

წარდგენისას მადონამ სმითი და პეტრასი წარმოაჩინა, როგორც არტისტები, რომლებიც კრიტიკასა და დაპირისპირებებზე მაღლა დადგნენ, რაც შემდგომში სმითის მიმართ მის ეკრანს მიღმა მხარდაჭერას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს.

სმითის უახლესი კომენტარები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ის მეხუთე სტუდიური ალბომის, Hazel Eyes-ის გამოსაშვებად ემზადება. ალბომი ამ პარასკევს გამოვა. ჩანაწერი მუსიკოსის ახალი ეტაპია. მისი თქმით, პროექტი უფრო ინტიმური და პირადი ნამუშევარია, რომელიც სიყვარულზე, იდენტობასა და შემოქმედებით თავისუფლებაზეა ფოკუსირებული.

მიუხედავად იმისა, რომ სმითი მომავლისკენ იყურება, მადონას მიმართ მისი აღფრთოვანება კვლავ მყარადაა ფესვგადგმული ყველაფერში, რაც მანამდე იყო. „ვფიქრობ, ბევრი ქვიარ ადამიანი შთაგონებას პოულობს მის მუსიკაში. და ეს არ არის ნუგეში მხოლოდ ჩემს პირად ცხოვრებაში, ეს არის ნუგეში ჩემს მუსიკაშიც.”

ნახეთ სემ სმითის სრული ინტერვიუ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Salio ნიუ-იორკში კონცერტს გამართავს

შემდეგი სტატია

2Pac-ის დის განცხადებით, ოჯახს არასდროს ჰქონია მოლოდინი, რომ რეპერის მკვლელობისთვის სამართლიანობა აღდგებოდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი