IMANY-ს კონცერტი თბილისში 

მსოფლიო ვარსკვლავის საღამოს საქართველოში Flitz Collective წარადგენს
IMANY - Flitz Experience
IMANY – Flitz Experience

Flitz Collective მუსიკის მოყვარულებს კიდევ ერთ განსაკუთრებულ საღამოს ჰპირდება, 11 სექტემბერს თბილისში Imany ლაივ პერფორმანსით წარდგება.

ნადია მლაჯაო – სასცენო სახელით Imany,  ფრანგი მომღერალი და კომპოზიტორია, რომელიც ხავერდოვანი ხმით, სოულის, ფოლკისა და პოპის შერწყმით გამოირჩევა. 

არტისტის საერთაშორისო მუსიკალური კარიერის გარდამტეხ მომენტად სინგლი Don’t Be So Shy  იქცა. გლობალურმა ჰიტმა საფრანგეთში ალმასის სტატუსი დაიმსახურა, ხოლო საერთაშორისო მასშტაბით რვაგზის ალმასის სერტიფიკატი მოიპოვა. კომპოზიცია მრავალი ქვეყნის ჩარტების სათავეში მოექცა და დღემდე არტისტის შემოქმედების ყველაზე ცნობად ნამუშევრად რჩება.

Flitz Experience-ის ფარგლებში, 11 სექტემბერს, Imany ქართველი მსმენელის წინაშე „ფაქტორი თბილისში“ ცოცხალი შესრულებით წარდგება. არტისტი საღამოს განმავლობაში მის არაერთ ცნობილ ჰიტს შეასრულებს და მსმენელს განსაკუთრებულ მუსიკალურ გამოცდილებას შესთავაზებს.

კარი 20:00 საათზე გაიხსნება.

ბილეთების შესაძენად კი ეწვიეთ Tkt.ge-ის ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Mary J. Blige-მა შვილების გაჩენაზე უარის თქმის გადაწყვეტილება ახსნა  

შემდეგი სტატია

„წინწყაროს” თანამედროვე ვერსია ბიბი კვაჭაძისა და გიორგი უშიკიშვილისგან

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი
ჰარი სტაილსი - BRIT Awards 2026 -ზე, 2026 წლის 28 თებერვალი, ინგლისი Zak Hussein/Billboard

ჰარი სტაილსმა კონცერტის დროს ტეილორ სვიფტის ქორწილზე იხუმრა

მომღერალმა მედისონ სკვერ გარდენში რეზიდენციის მესამე კონცერტი, ნიუ-იორკ ნიქსის ჩემპიონობა და ყოფილი შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის ქორწილი ერთ ხუმრობაში გააერთიანა.
მეტი