თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოტანილია – დუეინ დევისი დამნაშავედ ცნეს

1996 წელს ლას-ვეგასში მომხდარი ტრაგიკული სროლიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა.
2Pac
PARAMOUNT/COURTESY EVERETT COLLECTION

კრიმინალური დაჯგუფების ყოფილი ლიდერი დუეინ დევისი 2Pac-ის მკვლელობის ორგანიზებისათვის დამნაშავედ ცნეს. ეს არის პირველი განაჩენი ამ გახმაურებულ საქმეზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გაუხსნელი იყო. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 63 წლის დევისი დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობაში ცნო. 

დევისი უემოციოდ შეხვდა განაჩენის გამოცხადებას და იქვე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. 2Pac-ის ოჯახის წევრები ამ მომენტისთვის დარბაზში იყვნენ და ემოციებს ვერ იკავებდნენ. 

შაკური ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმას 25 წლის ასაკში ემსხვერპლა. ამ დროს რეპერი თავისი კარიერის მწვერვალზე იყო. მას მსოფლიო მასშტაბით 75 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.

საქმის განხილვისას პროკურატურის მტკიცებით, სწორედ დევისმა გასცა მკვლელობის ბრძანება და მანვე უზრუნველყო იარაღის თავისი ძმისშვილისთვის, ორლანდო ანდერსონისათვის გადაცემა. თავდასხმა შურისძიება იყო – სროლამდე რამდენიმე საათით ადრე ანდერსონსა და თუფაქის გარემოცვას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

წლების განმავლობაში ეს საქმე ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცული დანაშაული იყო, რომელსაც არაერთი სპეკულაცია და თეორია უკავშირდებოდა. თუფაქის მკვლელობა ემთხვეოდა ე.წ. „აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროების” რეპერების მწვავე დაპირისპირებასა და ქუჩის დაჯგუფებებს შორის არსებულ ომს.

საქმეში მთავარი მტკიცებულება თავად დევისის აღიარებები გახდა. საქმე ეხება 2008 წლის ფარულ დაკითხვას – მან პოლიციასთან აღიარა თავისი როლი თუფაქის მკვლელობაში, როდესაც Notorious B.I.G.-ის მკვლელობას იძიებდნენ. 2019 წელს კი დევისმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა და მასში მომხდარი მკვლელობა აღწერა. დევისი ამ თემას მედიასთან ინტერვიუებშიც შეეხო. 

მედიასა და წიგნში გაკეთებულმა საჯარო განცხადებებმა გააუქმა პოლიციასთან ადრე დადებული ხელშეკრულება, რომელიც მას სისხლისსამართლებრივი დევნისგან იცავდა. შედეგად, სასამართლომ ეს აღიარებები მტკიცებულებად ცნო.

დაცვის მხარე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ დევისის ნათქვამი უბრალოდ ტყუილი და წიგნის გაყიდვების გაზრდის მცდელობა იყო, თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა საქმის გადაცემიდან რამდენიმე საათში გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს.

მოსამართლე კარლი კირნიმ სასჯელის ზომის გამოცხადების თარიღად 13 ოქტომბერი დანიშნა. სხდომის დასრულებამდე დევისმა საქმის გასაჩივრება მოითხოვა, მოსამართლემ კი განუმარტა, რომ აპელაციის ეტაპი განაჩენის საბოლოო გამოცხადების შემდეგ დაიწყება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

შემდეგი სტატია

DillaNext-მა ორი ახალი მუსიკალური ნამუშევარი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი