FOR CHICK – ჩიკ კორიას ლეგენდარული ბენდი ბექა გოჩიაშვილთან ერთად ახალ ალბომს გამოსცემს

ალბომი ჩიკ კორიას შემოქმედებას ეძღვნება.
ჯონ პატიტუჩი, ბექა გოჩიაშვილი, დეივ ვეკლი
forchick.com

ჩიკ კორიას ლეგენდარული Akoustic Band-ის დამფუძნებელი წევრები, ბასისტი ჯონ პატიტუჩი და დრამერი დეივ ვეკლი, ბექა გოჩიაშვილთან ერთად ახალ ალბომს გამოსცემენ. ალბომი, სახელწოდებით FOR CHICK ჩიკ კორიას შემოქმედებას ეძღვნება.

ქართველი პიანისტი ბექა გოჩიაშვილი თავად ჩიკ კორიას მოსწავლე იყო. ლეგენდარულმა მუსიკოსმა მას თავის დროზე „ჯაზის მომავალი“ უწოდა.

სესიები 2025 წლის დეკემბერში ბრუკლინის ცნობილ Bunker Studio-ში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ალბომში 12 კომპოზიცია შევიდა – მათ შორის არის როგორც Akoustic Band-ის კლასიკური რეპერტუარი და ჩიკ კორიას ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებები, ასევე ორი ახალი კომპოზიცია.

FOR CHICK
forchick.com

ალბომის გამოცემამდე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, სადაც ტრიო მუშაობის პროცესსა და ჩიკ კორიას მუსიკალური მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„როცა პატარა ხარ, Marvel-ის ფანი ხარ, სპაიდერმენი და ბეტმენი გიყვარს, მერე კი იზრდები და რეალურ ცხოვრებაში ხვდები სპაიდერმენს – აღმოაჩენ, რომ ისინი ნამდვილები არიან.  ახლაც ზუსტად ასეთი რამ ხდება,“ – ამბობს ბექა გოჩიაშვილი ვიდეოს დასაწყისში.

ბექა გოჩიაშვილი
forchick.com

როგორც მუსიკოსები აღნიშნავენ, ორგანული ჰარმონია პირველივე აკორდებიდან იპოვეს და მუსიკაც თავისთავად დაიბადა. ჯონ პატიტუჩი და დეივ ვეკლი ჩიკის შემოქმედებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ კომპოზიციებს ახალი შემოქმედებითი ენერგიით დაუბრუნდნენ, ბექა გოჩიაშვილმა კი საკუთარი ინდივიდუალური ხელწერა შეიტანა.

ალბომი ჩაიწერა, როგორც განსხვავებული, დამოუკიდებელი მუსიკალური გამოცდილება. FOR CHICK ორმაგი ვინილისა და CD-ის სახით გამოიცემა, ასევე ხელმისაწვდომი იქნება სტრიმინგ პლატფორმებზე.

მუსიკოსები ალბომის გამოშვებასთან ერთად 2027 წელს მსოფლიო ტურნესაც აანონსებენ. ტურნე სპეციალურად არის გათვლილი საკონცერტო დარბაზებზე, ხელოვნების ცენტრებზე, ჯაზ-ფესტივალებსა და კამერულ სივრცეებზე.

ჩიკ კორია ამერიკელი ჯაზ-პიანისტი და კომპოზიტორი იყო. ის თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევა. მოპოვებული აქვს 27 „გრემი“ და 70-ზე მეტი ნომინაცია, რაც მას ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელ არტისტად აქცევს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

შემდეგი სტატია

Nirvana Martyn Goodacre/Getty Images

Nirvana 2026 წლის MTV Video Vanguard-ის ჯილდოს მიიღებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი