Shakira-ს და Burna Boy-ს სიმღერამ Dai Dai YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

გამოსვლიდან თითქმის ოთხი თვის შემდეგ, მუსიკალურმა ვიდეომ მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია.
Shakira - Dai Dai Courtesy of Shakira/YouTube
Shakira – Dai Dai
Courtesy of Shakira/YouTube

Shakira და  Burna Boy  YouTube-ის ე.წ.  „მილიარდ ნახვათა კლუბს“ გლობალური კოლაბორაციული სიმღერით, Dai Dai-ით შეუერთდნენ. სიმღერა 2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ჰიმნია. 

23 მაისს, კლიპის გამოსვლიდან თითქმის ოთხი თვის შემდეგ, პოზიტიური და ენერგიული მუსიკალური ვიდეო, რომელშიც კოლუმბიელი და ნიგერიელი ვარსკვლავები მონაწილეობენ, იმ 10 ვიდეოს შორისაა, რომლებმაც ამ ნიშნულს ყველაზე სწრაფად მიაღწიეს. Shakira-სთვის ეს ამ კლუბში შესული რიგით მეშვიდე ნამუშევარია, ხოლო ბერნასთვის სადებიუტო სიმღერაა.

გარდა ამისა, Dai Dai YouTube-ის გლობალურ ტოპ სიმღერებში (Global Top Songs) ერთი კვირაა პირველ ადგილზეა, ხოლო აშშ-ის ტოპ სიმღერებში (US Top Songs) მეორე ადგილს იკავებს.

წლის დასაწყისში ფეხბურთით შთაგონებულმა სიმღერამ ისტორია დაწერა და მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ჰიმნად იქცა, რომელმაც Billboard-ის Global Excl. U.S. და Global 200 ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. ის Billboard-ის Rhythmic Airplay ჩარტშიც პირველ ადგილზე გავიდა. ეს Shakira-სთვის  პირველი ლიდერობაა რადიოჩარტში, Burna Boy-სთვის კი პირველი გამარჯვება მთავარი შემსრულებლის ამპლუაში.

Dai Dai-ს YouTube-ის ე.წ. „მილიარდ ნახვათა კლუბში“ შესვლით კოლუმბიელმა ვარსკვლავმა ეს ტიტული უკვე მეშვიდედ მოიპოვა. მანამდე ამ ნიშნულს შემდეგმა ვიდეოებმა მიაღწიეს: Waka Waka (This Time for Africa), Chantaje (მალუმასთან ერთად), TQG (Karol G-სთან ერთად), Can’t Remember to Forget You (Rihanna-სთან ერთად), LaLaLa (Brazil 2014) და Perro Fiel (Nicky Jam-თან ერთად) 

აღსანიშნავია, რომ „მილიარდ ნახვათა კლუბს“ სულ მალე Shakira-ს კიდევ რამდენიმე ვიდეო შეემატება: Me Enamoré, La Tortura (ალეხანდრო სანზთან ერთად), Girl Like Me (Black Eyed Peas-თან ერთად) და Whenever, Wherever, თითოეული მათგანის ნახვები უკვე 900 მილიონს აჭარბებს.

ნახეთ Dai Dai-ს მუსიკალური ვიდეო: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

შემდეგი სტატია

Red Bull Soapbox Race

Red Bull Soapbox Race – თბილისი შერეკილი ეკიპაჟების რბოლისთვის ემზადება

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი