Red Bull Soapbox Race – თბილისი შერეკილი ეკიპაჟების რბოლისთვის ემზადება

13 სექტემბერს, ღვინის აღმართზე, საკუთარი ხელით აწყობილი ბოლიდებით ერთმანეთს 20 გუნდი შეეჯიბრება. გამარჯვებულ გუნდს კი ბაქოში, ფორმულა 1-ის აზერბაიჯანის გრან პრიზე გამგზავრება ელის.
Red Bull Soapbox Race
Red Bull Soapbox Race 2023
Rezi Kenia

თბილისი 13 სექტემბერს Red Bull Soapbox Race-ს მეორედ უმასპინძლებს. არამოტორიზებული ავტომობილების სანახაობრივი რბოლა ამჯერად ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ავთენტურ უბანში, ღვინის აღმართზე გაიმართება. მონაწილეები საკუთარი დიზაინითა და ხელით აწყობილი ბოლიდებით 300-მეტრიან, ქვაფენილზე მოწყობილ ტრასას ევროპის მოედნამდე გაივლიან.

შეჯიბრებაში მონაწილეობის სურვილი დაახლოებით 150-მა ეკიპაჟმა გამოთქვა, თუმცა საბოლოო ეტაპზე 20 გუნდი გადავიდა. მათ შორის მოხვდნენ მონაწილეები, რომლებმაც ორგანიზატორებს ყველაზე თამამი, ორიგინალური და გამორჩეული კონცეფციები წარუდგინეს.

ღვინის აღმართზე მოწყობილი ტრასა მხოლოდ სისწრაფის გამოცდა არ იქნება. მონაწილეებს წინ სხვადასხვა წინაღობა ელით და ფინიშამდე მისასვლელად არა მხოლოდ დროის, არამედ საკუთარი ბოლიდების მართვისა და მანევრირების უნარის გათვალისწინებაც მოუწევთ. საბოლოო შედეგს კი რამდენიმე კრიტერიუმი განსაზღვრავს: სიჩქარესთან ერთად შეფასდება ავტომობილის დიზაინი და ის პერფორმანსი, რომელსაც გუნდები სტარტამდე წარადგენენ.

მონაწილეებს 10-ქულიანი სისტემით სპეციალურად შერჩეული ჟიური შეაფასებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან: ავტომრბოლელი დათა ქაჯაია, სცენარისტი ირაკლი ვახტანგიშვილი, ქროსფითის ათლეტი ნიკო მაისურაძე, ქროსფითისა და ფუნქციური ფიტნესის მწვრთნელი ნინო გოგუაძე და კონტენტ კრეატორი გიორგი დანელია. 

Red Bull Soapbox Race-ის წლევანდელი გამარჯვებულისთვის შეჯიბრება თბილისში არ დასრულდება – საუკეთესო გუნდი ბაქოში გაემგზავრება, სადაც 24-26 სექტემბერს ფორმულა 1-ის აზერბაიჯანის გრან პრი გაიმართება.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. რბოლის დაწყებამდე სტუმრებს მონაწილეების მიერ შექმნილი ბოლიდების დათვალიერება სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო სივრცეში შეეძლებათ. 

Red Bull Soapbox Race არამოტორიზებული ავტომობილების რბოლას, კრეატიულ დიზაინსა და პერფორმანსს აერთიანებს. ღონისძიება პირველად 2000 წელს ბელგიაში ჩატარდა და მას შემდეგ მსოფლიოს 54 ქვეყანაში 170-ზე მეტი ღონისძიება გაიმართა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Shakira - Dai Dai Courtesy of Shakira/YouTube

Shakira-ს და Burna Boy-ს სიმღერამ Dai Dai YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

შემდეგი სტატია

„ჩუმად გაგიყვან მინდორში“ – გიორგი გიგაშვილი და Nikakoi ერთობლივ ნამუშევარს წარადგენენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Moby Lindsay Hicks

Moby ხალხს მოუწოდებს: „შეწყვიტეთ იმ ნაძირალა კომპანიების მხარდაჭერა, რომლებიც მხარს უჭერენ ტრამპსა და ICE-ს“.

პროდიუსერმა და მუსიკოსმა ეს განცხადება სოციალურ ქსელში მას შემდეგ გაავრცელა, რაც მინეაპოლისის აგენტებმა ალექს პრეტი მოკლეს
მეტი

ინგლისელი მუსიკოსი კრის რი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინგლისელი მომღერალი, გიტარისტი და სიმღერების ავტორი კრის რი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 74 წლის გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.
მეტი

„ტიკტოკის” თქმით, ტრამპის განცხადების შემდეგ ის აშშ-ის მომხმარებლებისთვის სერვისების აღდგენას ცდილობს

„გუგლმა” და „ეფლმა”, ფედერალური აკრძალვის თანახმად, აპლიკაცია უკვე ამოიღეს ციფრული მარკეტებიდან.
მეტი
ბრიტნი სპირსი და ჯასტინ ტიმბერლეიკი 2000 წელი, ნიუ-იორკში MTV-ს მუსიკალური დაჯილდოება. ფოტო: დეივ ჰოგანი

ბრიტნი სპირსის მემუარებიდან ირკვევა, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკთან ურთიერთობის დროს, ბრიტნიმ აბორტი გაიკეთა

„ჩემთვის ეს არ იყო ტრაგედია“ - წერს ბრიტნი ავტობიოგრაფიულ წიგნში, მოულოდნელი ორსულობის შესახებ.
მეტი