Beyoncé-სა და Jay-Z-ის მუსიკალური ვიდეო Crazy in Love YouTube-ის მილიარდ ნახვათა კლუბს შეუერთდა

2003 წლის ლეგენდარული კოლაბორაცია Beyoncé-ს მესამე მუსიკალური ვიდეოა, რომელმაც YouTube-ზე ეს ნიშნული გადალახა.
Beyoncé - Jay-Z, Crazy in Love Courtesy Photo
Beyoncé – Jay-Z, Crazy in Love
Courtesy Photo

უკვე ოც წელზე მეტი გავიდა, რაც Jay-Z-სთან ლეგენდარულმა კოლაბორაციამ მსოფლიოს Beyoncé სოლო ვარსკვლავად წარუდგინა. მისმა სიმღერამ და ვიდეოკლიპმა Crazy in Love YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა და მომღერლის მესამე მუსიკალური ვიდეო გახდა Halo-ს და Single Ladies (Put a Ring on It)-ის შემდეგ, რომელიც ამ კლუბში გაერთიანდა.

2003 წელს Beyoncé-ს სოლო სადებიუტო ალბომის, Dangerously in Love-ის მთავარი სინგლის სახით გამოშვებულმა Crazy in Love-მა დაადასტურა, რომ არტისტი Destiny’s Child-ის ფარგლებს გარეთაც მნიშვნელოვანი მუსიკალური ძალა იყო. ჯეიკ ნავას მიერ გადაღებული კლიპი, სიმღერის მსგავსად, Beyoncé-ს უკვე საკულტო ქორეოგრაფიისა და Jay-Z-ის მონაწილეობის წყალობით, მალევე გახდა პოპულარული. ვიდეომ აღიარება 2003 წლის MTV Video Music Awards-ზეც მოიპოვა და საუკეთესო ქორეოგრაფიისთვის ჯილდო მიიღო. 

სიმღერა გამოსვლისთანავე Billboard-ის ჩარტებშიც მთავარ ადგილს იკავებდა. Crazy in Love Beyoncé-სთვის, როგორც სოლო შემსრულებლისთვის, Billboard Hot 100-ში პირველი N1 ჰიტი გახდა და ჩარტის სათავეში ზედიზედ რვა კვირა დაჰყო. 

აღსანიშნავია, რომ სიმღერის წარმატება წლების შემდეგაც არ განელებულა. 2024 წლის დეკემბერში Crazy in Love-ს ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციამ (RIAA) რვაგზის პლატინის სტატუსი მიანიჭა. 

Crazy in Love-მა ორი გრემი მიიღო: საუკეთესო R&B სიმღერისა და საუკეთესო რეპ/ვოკალური კოლაბორაციის ნომინაციებში. კომპოზიცია წარდგენილი იყო საუკეთესო წლის ჩანაწერის კატეგორიაშიც.

ნახეთ მუსიკალური ვიდეო: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

შემდეგი სტატია

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი