4D Monster Lobsters რიგის მუსიკალურ კვირეულზე წარდგება

ქართული ბენდი 89 ქვეყნის 1126 მონაწილეს შორის შეირჩა.

4D Monster Lobsters ნოემბერში რიგის მუსიკალურ კვირეულზე დაუკრავს. ფესტივალი 4-6 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის 50-ზე მეტი არტისტი მიიღებს. მათ შორის იქნება საქართველოც, რომელსაც კვირეულზე 4D Monster Lobsters წარმოადგენს. 

„Tomorrowland-ის სცენიდან და BBC Radio 1-ის მაუწყებლობიდან დაწყებული, თბილისის ანდერგრაუნდ კლუბებით დასრულებული, 4 და 5 ნოემბერს რვა ქვეყნის არტისტები, ლატვიელი აუდიტორიისთვის უკვე ნაცნობ სახელებთან ერთად, შვიდ სცენაზე წარდგებიან,” –  ვკითხულობთ ფესტივალის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში.

კვირეულმა ასევე გაავრცელა ქართული ჯგუფის კონცერტის ანონსიც, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართება.

„4D Monster Lobsters თბილისური ინდი/ფსიქოდელიური ბენდია, რომელიც ქართულ მოტივებზე დაფუძნებულ მელოდიებს ფსიქოდელიურ ჟღერადობასა და ალტერნატიულ როკთან აზავებს. სამი ალბომითა და ისეთ მთავარ სცენებზე გამოსვლებით, როგორიცაა Tbilisi Open Air, ჯგუფი ქართულ ალტერნატიულ მუსიკალურ სცენაზე გამორჩეულ ადგილს იკავებს,” – აღნიშნულია ფესტივალის ვებგვერდზე.

წელს რიგის მუსიკალურ კვირეულზე მონაწილეობის მსურველთა რაოდენობამ 89 ქვეყნიდან 1126-ს მიაღწია. ორგანიზატორების თქმით, ეს მაჩვენებელი უპრეცედენტოა და გასულ წლის აპლიკაციების რიცხვს 86.7%-ით აღემატება. შერჩევის შედეგად გამოვლენილი 60-მდე არტისტიდან ამ ეტაპზე ოფიციალურად გამოცხადებულია 28, რომელთა შორისაცაა 4D Monster Lobsters.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

შემდეგი სტატია

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი