DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს.

საღამო შაბათს, 20:00 საათზე დაიწყება და ვიდეოკლიპის ჩვენების შემდეგ სტუმრებს საშუალება ექნებათ, უშუალოდ ჩაერთონ ინტერაქციულ Q&A (კითხვა-პასუხის) სესიაში. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ თავად არტისტი ზურა ჯიშკარიანი და კლიპის რეჟისორი და შემოქმედებითი გუნდის წევრები. შეხვედრაზე Funk of 1993-ის იდეურ კონცეფციაზე, კადრს მიღმა დარჩენილ საინტერესო დეტალებსა და იმ ვიზუალურ თუ აუდიო გამოწვევებზე ისაუბრებენ,  რომლებიც ნამუშევრის შექმნას ახლდა თან.

ვიდეოკლიპის ჩვენებასა და დისკუსიას ექსკლუზიური Unplugged სეტი მოჰყვება, რომელიც საღამოს მუსიკალურ ნაწილს გააგრძელებს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

შემდეგი სტატია

4D Monster Lobsters რიგის მუსიკალურ კვირეულზე წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი