ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
ბრუნო მარსი გრემის 68-ე დაჯილდოებაზე
KEVIN WINTER/GETTY IMAGES FOR THE RECORDING ACADEMY

ალბათ არ არსებობს ხელის თხოვნისთვის უფრო შესაფერისი სიმღერა, ვიდრე ბრუნო მარსის Marry You-ა. ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ფორვარდმა ზიარე უილიამსმა კი ამ შესაძლებლობით სრულად ისარგებლა. 

მარსის 2 ოქტომბრის კონცერტზე უილიამსმა მუხლი მოიყარა და დიდი ხნის შეყვარებულს, მოდელ პარის ტიმანს ხელი სთხოვა. ამ დროს მომღერალი სწორედ თავის 2010 წლის საქორწინო ჰიმნად ქცეულ ჰიტს ასრულებდა. 

სიმღერის ფონზე უილიამსმა ტიმანს ბეჭედი გაუწოდა, ხოლო წყვილის გარშემო ფერადი ქაღალდები ცვიოდა. ტიმანმა ემოციები ვერ დამალა და თანხმობა განაცხადა. ახლადდანიშნული წყვილი ერთმანეთს გადაეხვია. დარბაზში შეკრებილი მაყურებელი კი ამ მომენტს ოვაციებით შეხვდა. წყვილი სტადიონის უზარმაზარ ეკრანებზეც გამოჩნდა. 

SoFi სტადიონმა მოგვიანებით ინსტაგრამზე ამ მომენტის ვიდეო გააზიარა, წარწერით: „მართლაც ლამაზი ღამე იყო.”

2 ოქტომბრის კონცერტი რიგით მეორე იყო The Romantic Tour-ის ფარგლებში SoFi სტადიონზე დაგეგმილი ხუთი შოუდან. ტურნე მუსიკოსის მეოთხე სოლო ალბომს ეძღვნება. 

2010 წელს გამოსული Marry Me, რომელიც მარსის სადებიუტო ალბომის, Doo-Wops & Hooligans-ის ნაწილი იყო, მარსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანტიკული სიმღერა გახდა. 2011 წელს მან 85-ე პოზიცია დაიკავა Billboard Hot 100-ში და მას შემდეგ ხელის თხოვნის განუყოფელ ნაწილად იქცა. 

15 წელზე მეტი ხნის შემდეგ კი მარსი კვლავ კარიერის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. თითქმის ათწლიანი პაუზის მიუხედავად, მისი მუსიკა კვლავ იკავებს ადგილს ჩარტებში. მისი მეოთხე ალბომი Billboard 200-ის ლიდერი  გახდა. ეს მუსიკოსის პირველი სოლო პროექტია 2016 წლის 24K Magic-ის შემდეგ.

ალბომის მთავარმა სინგლმა I Just Might ასევე ლიდერის პოზიცია დაიკავა Billboard Hot 100-ში და მარსს კარიერაში ჩარტის მეათე ლიდერობა მოუტანა. 

წარმატების სერია მუსიკოსმა Risk It All-ით განაგრძო – The Romantic-ის პირველი ტრეკით. ამავდროულად, ალბომის ბოლო სიმღერამ Dance With Me, რომლის ვიდეოკლიპშიც კეროლ ჯი მონაწილეობს, Hot 100-ში 42-ე პოზიცია დაიკავა. 

ნახეთ ხელის თხოვნის ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

შემდეგი სტატია

„ლირიკულად Talib Kweli ვიქნებოდი“ – რეპერი, რომლის ოსტატობას თავად ჯეი ზი აღიარებს, თბილისში ჩამოდის

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი

ოფიციალურად დადასტურდა, რომ Jay-Z 2027 წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს ჰედლაინერი იქნება

იმის გათვალისწინებით, რომ 2027 წლის Super Bowl 14 თებერვალს – ვალენტინობის დღეს იმართება, ფანებს იმედი აქვთ, რომ Jay-სთან ერთად შოუს ბიონსეც შეუერთდება.
მეტი
თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026 იწყება

ფესტივალის ფარგლებში რვა კონცერტი, საერთაშორისო მუსიკოსებისგან შემდგარი გამორჩეული პროგრამა და სამეცნიერო კონფერენცია იქნება წარმოდგენილი.
მეტი

40 წლის იუბილეზე დრეიკმა ბავშვობის ფოტოები გააზიარა: „ისეთს გიღებ, როგორიც ხარ“

დაბადების დღე რეპერმა საოჯახო ფოტოალბომების დათვალიერებითა და Backstreet Boys-თან ერთად შესრულებული დუეტით აღნიშნა.
მეტი