11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
ფრედ უესლი
Tatuza Jazz Club

11 ოქტომბერს თბილისში, TATUZA Jazz Club-ში ფანკისა და ჯაზის სცენის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკოსი, ამერიკელი ტრომბონისტი, კომპოზიტორი და ბენდლიდერი ფრედ უესლი თავის ჯგუფთან – The New JBs-ისთან  ერთად წარდგება. 

საღამო მსმენელს კლასიკური ამერიკული ფანკის, სოულისა და ჯაზის სინთეზს შესთავაზებს.

ფრედ უესლი ამერიკული მუსიკალური ინდუსტრიის ცნობილი ფიგურაა, რომლის შემოქმედებამაც დიდი როლი შეასრულა თანამედროვე ფანკის ჟღერადობის ჩამოყალიბებაში. 1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის  ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო. სწორედ მისი ტრომბონის განსაკუთრებულმა რიტმმა და არანჟირებამ შექმნა ისეთი კლასიკური ჰიტების ჟღერადობა, რომლებმაც მოგვიანებით ჰიპ-ჰოპისა და R&B-ის განვითარებაზეც დიდი კვალი დატოვა.

უესლის მუსიკალური კარიერა სცდება მხოლოდ ფანკის ფარგლებს. სხვადასხვა დროს მას მჭიდრო შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებდა ისეთ ლეგენდარულ არტისტებთან, როგორებიც არიან ჯორჯ კლინტონი, ბუტსი კოლინზი,  რეი ჩარლზი, კურტის მეიფილდი, ვან მორისონი  და საკულტო Count Basie Orchestra.

ფრედ უესლის მრავალფეროვან შემოქმედებით გზაზე ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია 2014 წელს დაარსებულ პროექტს – Fred Wesley Generations-ს, რომლის ფარგლებშიც მუსიკოსი იტალიელ ორღანისტ ლეონარდო კორადისთან და ფრანგ დრამერ ტონი მაჩთან ერთად თავის მრავალწლიან შემოქმედებას  ჯაზისა და სოულის ტრადიციებს უკავშირებს. 11 ოქტომბრის Tatuza Jazz Club-ში აუდიტორიას  ექნება შესაძლებლობა, ცოცხლად მოუსმინოს არტისტს, რომელსაც მუსიკალურ ინდუსტრიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. 

მუსიკალურ საღამოზე კარი გაიღება 21:00 საათზე, ხოლო კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება.

დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ბმულზე – tkt.ge/tatuza.

TBC Concept-ის VISA ბარათისა და VISA Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

ღონისძიების პარტნიორია Eastern Promotions. 

მეტი დეტალისათვის ეწვიეთ Tatuza Jazz Club-ის სოციალური მედიის ოფიციალურ არხს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი

ოფიციალურად დადასტურდა, რომ Jay-Z 2027 წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს ჰედლაინერი იქნება

იმის გათვალისწინებით, რომ 2027 წლის Super Bowl 14 თებერვალს – ვალენტინობის დღეს იმართება, ფანებს იმედი აქვთ, რომ Jay-სთან ერთად შოუს ბიონსეც შეუერთდება.
მეტი
თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026 იწყება

ფესტივალის ფარგლებში რვა კონცერტი, საერთაშორისო მუსიკოსებისგან შემდგარი გამორჩეული პროგრამა და სამეცნიერო კონფერენცია იქნება წარმოდგენილი.
მეტი

40 წლის იუბილეზე დრეიკმა ბავშვობის ფოტოები გააზიარა: „ისეთს გიღებ, როგორიც ხარ“

დაბადების დღე რეპერმა საოჯახო ფოტოალბომების დათვალიერებითა და Backstreet Boys-თან ერთად შესრულებული დუეტით აღნიშნა.
მეტი