ჯეკ უაიტი ტრამპს „ყველა დროის ყველაზე ცუდ ამერიკელს” უწოდებს

უაიტი ტრამპს ირანის, ლოს-ანჯელესისა და სან-დიეგოს შესახებ გაკეთებული კომენტარების გამო აკრიტიკებს.
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON
ჯეკ უაითი
DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაიტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ლოს-ანჯელესთან და სან-დიეგოსთან დაკავშირებით გაკეთებული სკანდალური განცხადებების შემდეგ პროტესტს გამოთქვამს.

6 ოქტომბერს Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჯგუფ The White Stripes-ის თანადამფუძნებელმა სამხრეთ კალიფორნიის ამ ორ ქალაქში მცხოვრებ რესპუბლიკელებსა და კონსერვატორებს მიმართა და ჰკითხა, რას გრძნობდნენ ტრამპის მინიშნებაზე, რომ ირანს შეეძლო მათზე თავდასხმა განეხორციელებინა.

„ჰეი, რესპუბლიკელებო და კონსერვატორებო, რომლებიც ლოს-ანჯელესსა და სან-დიეგოში ცხოვრობთ –  რას გრძნობთ იმის გამო, რომ თქვენი ფიურერი გასცემს რეკომენდაციას, თავს დაესხნენ ქალაქებს, სადაც ცხოვრობთ?“ – დაწერა უაიტმა ტრამპის გამოსვლის ამსახველ კადრთან ერთად გამოქვეყნებულ პოსტში.   „დააჭირეთ ვიდეოს, რომელიც გავაზიარე და უყურეთ. მოუსმინეთ სექტის წევრებს, რომლებიც ამას ტაშს უკრავენ და ზეიმით შეეგებნენ.“

ამის შემდეგ უაიტმა ივარაუდა, თუ როგორ უპასუხებდნენ ტრამპის მხარდამჭერები მის განცხადებას: „ნება მომეცით, გამოვიცნო: ეს ხუმრობა იყო. ხალხის ერთგულება ამ კორუმპირებული დამნაშავის მიმართ ისეთი სასაცილო და ბნელია. დიახ, აშშ-ის „პრეზიდენტმა“ გასცა რეკომენდაცია, ჩვენი ქვეყნის ორი უდიდესი ქალაქი დაებომბათ, რადგან ისინი მის ეგოს სრულ ერთგულებას არ უცხადებენ.“

ტრამპმა ეს განცხადებები 5 ოქტომბერს ნებრასკაში გამართულ საარჩევნო შეხვედრაზე გააკეთა, როდესაც აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტსა და ფასებზე ომის გავლენას განიხილავდა. ტრამპმა ეკონომიკური შედეგები შეაფასა, როგორც „მცირე ფასი მსოფლიოსა და ამერიკის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად“, რის შემდეგაც თქვა: „მათ შეუძლიათ გაანადგურონ ქალაქი. დაე, გაანადგურონ ლოს-ანჯელესი. დაე, გაანადგურონ სან-დიეგო. ეს ძალიან მცირე ფასია.“ ამ კომენტარების შემდეგ ისმოდა, როგორ უკრავდა ტაშს ხალხი.

თეთრმა სახლმა უარყო ტრამპის ნათქვამის ასეთი ინტერპრეტაცია. კომუნიკაციების დირექტორმა სტივენ ჩენგმა და ადმინისტრაციამ სწრაფი რეაგირების პლატფორმებზე გამოაქვეყნეს განცხადება, რომ ტრამპი საუბრობდა იმ პოტენციურ საფრთხეზე, რომელიც ირანს შეეძლო შეექმნა, ბირთვული იარაღი რომ შეემუშავებინა და ეს არ იყო მოწოდება ამერიკულ ქალაქებზე თავდასხმისკენ.

თუმცა, უაიტმა თავის პოსტში არ გაიზიარა ეს განმარტება.

„წარმოიდგინეთ ისტორიაში ნებისმიერი სხვა პრეზიდენტი ან არჩეული თანამდებობის პირი, ვისაც ეს შეეძლო ეთქვა,“ –  აღნიშნა არტისტმა.  „უბრალოდ დაელოდეთ მომავალ თვეს, როდესაც ის დაიწყებს უკანონო ზომების გატარებას, რათა ხელი შეუშალოს დემოკრატიის გამარჯვებას არჩევნებზე, როდესაც მემარჯვენეები შუალედურ არჩევნებში სასტიკად დამარცხდებიან. ადრეც მითქვამს და კიდევ ვიტყვი: ყველა დროის ყველაზე ცუდი ამერიკელი,“ –  დაწერა მუსიკოსმა ჯეკ უაიტმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ლირიკულად Talib Kweli ვიქნებოდი“ – რეპერი, რომლის ოსტატობას თავად ჯეი ზი აღიარებს, თბილისში ჩამოდის

შემდეგი სტატია

ოლივია როდრიგომ The White Stripes-ის საკულტო არტეფაქტში „ზედმეტად დიდი თანხა” გადაიხადა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი

ოფიციალურად დადასტურდა, რომ Jay-Z 2027 წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს ჰედლაინერი იქნება

იმის გათვალისწინებით, რომ 2027 წლის Super Bowl 14 თებერვალს – ვალენტინობის დღეს იმართება, ფანებს იმედი აქვთ, რომ Jay-სთან ერთად შოუს ბიონსეც შეუერთდება.
მეტი
თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026 იწყება

ფესტივალის ფარგლებში რვა კონცერტი, საერთაშორისო მუსიკოსებისგან შემდგარი გამორჩეული პროგრამა და სამეცნიერო კონფერენცია იქნება წარმოდგენილი.
მეტი

40 წლის იუბილეზე დრეიკმა ბავშვობის ფოტოები გააზიარა: „ისეთს გიღებ, როგორიც ხარ“

დაბადების დღე რეპერმა საოჯახო ფოტოალბომების დათვალიერებითა და Backstreet Boys-თან ერთად შესრულებული დუეტით აღნიშნა.
მეტი