ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
9EYE
Stereo

გიორგი ლაღიძე ქართველი მულტიინსტრუმენტალისტი არტისტი, DJ და პროდიუსერია, რომელიც მსმენელისთვის ცნობილია სასცენო სახელით 9EYE.  არტისტის შემოქმედება ამ დრომდე ძირითადად downtempo-ს, electronica-ს და house-ის ჟანრებს მოიცავდა, ხოლო მისი ტრეკები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ლეიბლებზე გამოიცემოდა. 9EYE-მ თავისი შემოქმედების ახალი ეტაპი დაიწყო და მსმენელს მომავალი ალბომის პირველი სინგლი – Stereo წარუდგინა.

„Stereo ჩემი მომავალი ალბომის პირველი სინგლია. ეს სიმღერა არის საკუთარი გულის ხმის ერთგულებაზე, პატიებაზე, ჯანსაღი საზღვრების დაწესებასა და უპირობო სიყვარულზე,” – აღნიშნავს 9EYE.

Stereo არტისტმა მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოუშვა. კლიპი სრულიად სპონტანურად, კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს.

9EYE

„Slab City არაორდინარული, ალტერნატიული, ხელოვანთა და თავისუფალი ცხოვრების წესით მცხოვრები ადამიანების დასახლებაა. ადგილი ცნობილია თავისი უნიკალური ხელოვნების ნიმუშებით, ინსტალაციებითა და დამოუკიდებელი კულტურით. ეს ადგილი იმდენად შთამაგონებელი აღმოჩნდა და თან იმდენად პასუხობდა Stereo-ს იდეას, რომ სპონტანურად გადავწყვიტეთ, კლიპი გადაგვეღო. რეჟისორისა და ოპერატორის როლი ჩემმა პარტნიორმა, Mira Van Der Meer-მა შეითავსა. მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული. ბევრმა ამ ადგილის შესახებ ასევე იცის ფილმიდან – Into the Wild. აღსანიშნავია ისიც, რომ იქ ყოფნისას მიგვიწვიეს მათ საკულტო სცენა Range-ზე, სადაც აკუსტიკური კონცერტი გავმართეთ ადგილობრივებისთვის,” – აღნიშნავს არტისტი Billboard Georgia-სთან საუბრისას.

9EYE-ს მომავალი ალბომი 9 ქართულ და ინგლისურენოვან კომპოზიციას გააერთიანებს. ჟანრობრივად ნამუშევარი indie pop-ის, synth-pop-ისა და electronica-ს სინთეზია.

ალბომი სრულად დეკემბრის ბოლოს გამოიცემა. მანამდე კი მსმენელს კიდევ ორი რელიზი ელოდება: მეორე სინგლი ოქტომბრის ბოლოს გამოვა, ხოლო მესამე – დეკემბერში, რის შემდეგაც სრული ალბომი ყველა ციფრულ პლატფორმაზე გახდება ხელმისაწვდომი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

შემდეგი სტატია

სელინ დიონი კონცერტის დროს სცენაზე წაიქცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი