რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
რიანა 2025 წლის CFDA Awards-ზე
DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES

7 ოქტომბერს რიანას თავისი ბრენდის, Fenty Beauty-ს TikTok Live-ი ჰქონდა. ახალი პროდუქტების წარდგენისას მან ერთ-ერთი ფანის შეკითხვას უპასუხა, რომელიც არქივში არსებული გამოუქვეყნებელი სიმღერების რაოდენობას ეხებოდა. ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ამ მომენტში მზადყოფნაში სულ მცირე 170 სიმღერა აქვს.

A$AP Rocky-მ, რომელთანაც მომღერალს სამი შვილი ჰყავს, აგვისტოში ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.

„ის ახლა სტუდიაშია. მე ეს ვთქვი. მაპატიე, ძვირფასო. სერიოზულად, ის მუშაობს. რაღაცას ამზადებს, ხუმრობის გარეშე,“ – გაამხილა A$AP Rocky-მ და ხუმრობით აღნიშნა, რომ ამ ფაქტის საჯაროდ თქმისთვის „პრობლემები შეექმნება“.

რიანას ახალ მუსიკალურ გეგმებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ხმაურიანი სიახლე არ გავრცელებულა. მისი ბოლო სიმღერა 2025 წელს გამოვიდა, როცა Smurfs Movie-ს საუნდტრეკი – Friend of Mine ჩაწერა.

ANTI 2016 წელს გამოვიდა და ორი კვირა გაატარა Billboard 200-ის სათავეში. რიანა ბოლოს სცენაზე 2026 წლის ივლისში გამოჩნდა, როცა Jay-Z-ს შოუზე Run This Town და Bitch Better Have My Money შეასრულა.

რიანას ბოლო ალბომის, ANTI-ს გამოსვლიდან 10 წელზე მეტი გავიდა. ალბომმა Billboard 200-ის ჩარტში ათწლეულზე მეტი გაატარა. რიანას გულშემატკივრები დღემდე მოუთმენლად ელიან, თუ რა სიახლით დაუბრუნდება არტისტი მუსიკალურ ინდუსტრიას.

7 ოქტომბერს რიანას თავისი ბრენდის, Fenty Beauty-ს TikTok Live-ი ჰქონდა. ახალი პროდუქტების წარდგენისას მან ერთ-ერთი ფანის შეკითხვას უპასუხა, რომელიც არქივში არსებული გამოუქვეყნებელი სიმღერების რაოდენობას ეხებოდა. ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ამ მომენტში მზადყოფნაში სულ მცირე 170 სიმღერა აქვს.

A$AP Rocky-მ, რომელთანაც მომღერალს სამი შვილი ჰყავს, აგვისტოში ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.

„ის ახლა სტუდიაშია. მე ეს ვთქვი. მაპატიე, ძვირფასო. სერიოზულად, ის მუშაობს. რაღაცას ამზადებს, ხუმრობის გარეშე,“ – გაამხილა A$AP Rocky-მ და ხუმრობით აღნიშნა, რომ ამ ფაქტის საჯაროდ თქმისთვის „პრობლემები შეექმნება“.

რიანას ახალ მუსიკალურ გეგმებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ხმაურიანი სიახლე არ გავრცელებულა. მისი ბოლო სიმღერა 2025 წელს გამოვიდა, როცა Smurfs Movie-ს საუნდტრეკი – Friend of Mine ჩაწერა.

ANTI 2016 წელს გამოვიდა და ორი კვირა გაატარა Billboard 200-ის სათავეში. რიანა ბოლოს სცენაზე 2026 წლის ივლისში გამოჩნდა, როცა Jay-Z-ს შოუზე Run This Town და Bitch Better Have My Money შეასრულა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოლივია როდრიგომ The White Stripes-ის საკულტო არტეფაქტში „ზედმეტად დიდი თანხა” გადაიხადა

შემდეგი სტატია

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი
პოლ მაკარტნი ტურნეს - Got Back-ის კონცერტზე, 2022 წლის 13 მაისი, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი, SoFi-ს სტადიონი Michael Buckner/PMC

უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე Songs of Freedom პოლ მაკარტნი, ბარბრა სტრეიზანდი, შონ პენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას

კონცერტი 2027 წლის 3 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე გაიმართება.
მეტი

რიანამ და დუა ლიპამ ბრილიანტისა და პლატინის სერტიფიკატების მთელი წყება მოიპოვეს 

ლიპას 2020 წლის ალბომის, Future Nostalgia-ს მთავარი ჰიტი მის კარიერაში პირველი სიმღერაა, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო.
მეტი
LISA ფილმიდან Always Lalisa სიმღერა Leave With Me LLOUD/ YouTube

LISA-მ ფილმიდან Always Lalisa ახალი ემოციური სინგლი Leave With Me  წარადგინა

ნელი, მელოდიური ბალადა დოკუმენტური ფილმის ტიტრების ფონზე ჟღერს. ფილმის ნახვა ექსკლუზიურად YouTube Premium-ზეა შესაძლებელი.
მეტი
wayward.atom ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართული ელექტრონული მუსიკა საერთაშორისო სცენაზე – wayward.atom-ის გამოცდილება Sonica Glasgow-ზე და სამომავლო გეგმები

თბილისსა და გლაზგოს შორის ახალი კულტურული ხიდი შენდება - 2027 წელს საქართველო ექსპერიმენტული მუსიკის მასშტაბურ შოუქეისს უმასპინძლებს.
მეტი