მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მაიკ ტაისონი და Diddy
RICHARD CORKERY/NY DAILY NEWS ARCHIVE/GETTY IMAGES

როგორც ჩანს, შონ კომბსს, იგივე Diddy-ს მხარდამჭერები კვლავ ჰყავს. ცოტა ხნის წინ, ენდი კოენთან ინტერვიუში მაიკ ტაისონმა განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფმა Diddy-მ სთხოვა, მის სანაცვლოდ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დალაპარაკებოდა. კოენმა ჰკითხა, იყვნენ თუ არა ისინი „ახლო მეგობრები“ და იყო თუ არა გაოცებული იმით, რა ამბავიც კომბსის ირგვლივ განვითარდა.

„დიახ, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. გაოცებული ვიყავი, რომ მის დასაჭერად ასეთ უკიდურეს ზომებს მიმართეს. მის წინააღმდეგ 110 წლის წინანდელი კანონი გამოიყენეს. ეს საქმე 110 წლის წინანდელია, მაგრამ მის წინააღმდეგ მაინც გამოიყენეს. წარმოგიდგენიათ? 110 წლის წინანდელი საქმე გამოიყენეს, რომ დაეჭირათ,” – თქვა ტაისონმა

მას ასევე ჰკითხეს, ჰქონდათ თუ არა კავშირი მას შემდეგ, რაც კომბსი ციხეში აღმოჩნდა, რაზეც ტაისონმა უპასუხა, რომ Diddy-მ პრეზიდენტ ტრამპისთვის რაღაცის გადაცემა სთხოვა.

„დიახ, ტელეფონით ერთხელ ვესაუბრე,“ – თქვა ტაისონმა. „მას სურდა, პრეზიდენტისთვის წერილი გადამეცა.“ ამაზე კოენმა ჰკითხა, გადასცა თუ არა წერილი ტრამპს, რაზეც ტაისონმა უპასუხა: „მე გავაკეთე ის, რაც მთხოვა, დიახ.“

„110 წლის წინანდელი კანონი“, რომელსაც ტაისონი ახსენებს, არის 1910 წლის The Mann Act, რომელიც კრძალავს ქალების ტრეფიკინგს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა წერილით შეწყალება სთხოვა. თუმცა Newsmax-თან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი შეწყალება „რთული“ იქნება, რადგან კომბსი მას აკრიტიკებდა, როდესაც ტრამპი 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა.

Diddy ამჟამად 50-თვიან სასჯელს იხდის პროსტიტუციასთან დაკავშირებული ბრალდებებით, ის პატიმრობიდან 2028 წლის 8 მარტს გათავისუფლდება, თუკი მის საქმეში რაიმე ცვლილება არ შევა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

შემდეგი სტატია

ნინი ნუცუბიძემ და ანუშკა ჩხეიძემ Kordz-ისა და თამრიკო კორძაიას კომპოზიციების რემიქსები გამოუშვეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი
პოლ მაკარტნი ტურნეს - Got Back-ის კონცერტზე, 2022 წლის 13 მაისი, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი, SoFi-ს სტადიონი Michael Buckner/PMC

უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე Songs of Freedom პოლ მაკარტნი, ბარბრა სტრეიზანდი, შონ პენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას

კონცერტი 2027 წლის 3 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე გაიმართება.
მეტი

რიანამ და დუა ლიპამ ბრილიანტისა და პლატინის სერტიფიკატების მთელი წყება მოიპოვეს 

ლიპას 2020 წლის ალბომის, Future Nostalgia-ს მთავარი ჰიტი მის კარიერაში პირველი სიმღერაა, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო.
მეტი
LISA ფილმიდან Always Lalisa სიმღერა Leave With Me LLOUD/ YouTube

LISA-მ ფილმიდან Always Lalisa ახალი ემოციური სინგლი Leave With Me  წარადგინა

ნელი, მელოდიური ბალადა დოკუმენტური ფილმის ტიტრების ფონზე ჟღერს. ფილმის ნახვა ექსკლუზიურად YouTube Premium-ზეა შესაძლებელი.
მეტი
wayward.atom ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართული ელექტრონული მუსიკა საერთაშორისო სცენაზე – wayward.atom-ის გამოცდილება Sonica Glasgow-ზე და სამომავლო გეგმები

თბილისსა და გლაზგოს შორის ახალი კულტურული ხიდი შენდება - 2027 წელს საქართველო ექსპერიმენტული მუსიკის მასშტაბურ შოუქეისს უმასპინძლებს.
მეტი