როგორც წესი, გრემის დაჯილდოების წლის ჩანაწერისა და წლის სიმღერის ნომინაციებს შორის საკმაოდ დიდი თანხვედრაა. 2026 წლის ცერემონიაზე ორივე კატეგორიაში შვიდი სიმღერა იყო წარდგენილი. განსხვავებას მხოლოდ ორი ნამუშევარი ქმნიდა – ჩაპელ როუნის The Subway, რომელიც წლის ჩანაწერზე იყო ნომინირებული და KPop Demon Hunters-ის Golden, რომელიც წლის სიმღერის ნომინაციაში მოხვდა.
ყველაზე ხშირად ორივე კატეგორიას ხუთი საერთო ნომინანტი ჰყავს. ასე მოხდა ორი და სამი წლის წინაც და, სავარაუდოდ, ასე იქნება წელსაც.
გრემის შესახებ ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, რომელიც ჯერ კიდევ დომენიკო მოდუნიოს დროიდან მოდის, ასეთია: რა განსხვავებაა წლის ჩანაწერსა და წლის სიმღერას შორის? წლის ჩანაწერის ჯილდო გადაეცემა სიმღერის კონკრეტულ ჩანაწერსა და მის შექმნაში მონაწილე შემსრულებლებს, პროდიუსერებს, ხმის ინჟინრებს, მიქსინგინსა და მასტერინგის სპეციალისტებს. ხოლო წლის სიმღერის ჯილდო თავად სიმღერას ენიჭება და მას მხოლოდ კომპოზიტორები და ტექსტის ავტორები იღებენ.
ჩვეულებრივ, არტისტები ორივე კატეგორიაში წლის განმავლობაში შექმნილ თავიანთ ყველაზე ძლიერ ნამუშევარს წარადგენენ, თუმცა ზოგჯერ ორ სხვადასხვა სიმღერასაც ირჩევენ. ამ მიდგომას საფუძველი ბრუნო მარსმა 10 წლის წინ ჩაუყარა და ორივე კატეგორიაში გაიმარჯვა: წლის ჩანაწერის ჯილდო 24K Magic-ს, ხოლო წლის სიმღერის ჯილდო That’s What I Like-ს ხვდა წილად. მუსიკოსი წელსაც ამ სტრატეგიას იყენებს: წლის ჩანაწერზე I Just Might, ხოლო წლის სიმღერაზე Risk It All აქვს წარდგენილი. ამ მეთოდის გამოცდა გადაწყვიტა ტეილორ სვიფტმაც. წლის ჩანაწერის ნომინაციაზე მან The Fate of Ophelia წარადგინა, წლის სიმღერაზე კი – I Knew It, I Knew You (from Toy Story 5).
დღეს სწორედ წლის ჩანაწერისა და წლის სიმღერის ნომინაციებს მიმოვიხილავთ.
წლის ჩანაწერის რვა ყველაზე სავარაუდო ნომინანტიდან ექვსის პროდიუსერი ან თანაპროდიუსერი თავად შემსრულებელია. ერთადერთი გამონაკლისი ორი ოლივიაა: ოლივია დინის Man I Need, რომლის პროდიუსერიც ზაქ ნაომია და ოლივია როდრიგოს the cure, რომლის პროდიუსერიც დენიელ ნიგროა.
წლის ჩანაწერის ნომინაციის საბოლოო რვა ადგილისთვის ჯამში 779 ჩანაწერი იბრძვის. კონკურენცია კიდევ უფრო დიდია წლის სიმღერის კატეგორიაში, სადაც 923 ნამუშევარია წარდგენილი. ასე რომ, ამ ნომინაციის მოპოვება ყველაზე დიდი ვარსკვლავებისთვისაც კი არაა მარტივი.
ქვემოთ მოცემულია სავარაუდო ნომინანტების შესახებ პროგნოზები ანბანური თანმიმდევრობით. ასევე სხვა შესაძლო კანდიდატთა მოკლე სიაც.
გრემის 69-ე დაჯილდოების საკონკურსო პერიოდი 2025 წლის 31 აგვისტოდან 2026 წლის 28 აგვისტომდეა განსაზღვრული.
წლის ჩანაწერი:
ოლივია დინი – Man I Need
Hot 100-ის უმაღლესი შედეგი: მე-2 პოზიცია
პროდიუსერი: ზაქ ნაომი
ეს მუსიკოსის პირველი ნომინაცია იქნება ამ კატეგორიაში და მესამე შემთხვევა, როცა არტისტი, სახელად ოლივია წლის ჩანაწერზე იქნება წარდგენილი (ოლივია ნიუტონ-ჯონის (1975) და ოლივია როდრიგოს შემდეგ)
ნოა კაანი – The Great Divide
Hot 100-ის უმაღლესი შედეგი: მე-6 პოზიცია
პროდიუსერი: ნოა კაანი, გეიბ საიმონი
ეს კაანისთვის ამ კატეგორიაში პირველი ნომინაცია იქნება.
ელა ლენგლი – Choosin Texas
Hot 100-ის უმაღლესი შედეგი: 1-ლი პოზიცია (26 კვირა)
პროდიუსერები: ელა ლენგლი, ბენ უესტი, მირანდა ლამბერტი
ეს ლენგლის პირველი ნომინაცია იქნება ამ კატეგორიაში და ასევე პირველი ქანთრი არტისტი ქანთრი სიმღერით მას შემდეგ, რაც 2011-ში წლის ჩანაწერის ჯილდო Lady A-მ მოიგო სიმღერით Need You Now.
Choosin Texas-მა Billboard Hot 100-ის ისტორიაში ლიდერობის ხანგრძლივობის ახალი რეკორდი დაამყარა. თუმცა ასეთმა უპრეცედენტო წარმატებამ შესაძლოა უკურეაქცია გამოიწვიოს, ან, სულ მცირე, გარკვეული წინააღმდეგობა წარმოშვას და ხალხს გაუჩინოს სურვილი, თქვან: „ სულაც არ არის ასეთი კარგი.”
ბრუნო მარსი – I Just Might
Hot 100-ის უმაღლესი შედეგი: 1-ლი (3 კვირა)
პროდიუსერები: ბრუნო მარსი, Dernst “D Mile” Emile II
ეს მარსის, როგორც არტისტის, მერვე ნომინაცია იქნება ამ კატეგორიაში. ამ ეტაპზე მხოლოდ ბიონსეს აქვს მეტი – 9 ნომინაცია.
RAYE – Where Is My Husband!
Hot 100-ის უმაღლესი შედეგი: მე-11 პოზიცია
პროდიუსერები: RAYE, მაიკ საბათი
მუსიკოსს გრემის ოთხი ნომინაცია აქვს, მათ შორის საუკეთესო ახალი არტისტი 2025 წლის ცერემონიაზე. ნომინაციის შემთხვევაში, ეს სამი წლის განმავლობაში მეორე შემთხვევა იქნება, როცა წლის ჩანაწერის კატეგორიაში ძახილის ნიშნით დასრულებული სიმღერის სახელწოდება იქნება ნომინირებული.
ოლივია როდრიგო – The Cure
Hot 100-ის უმაღლესი შედეგი: მე-5 პოზიცია
პროდიუსერი: დენიელ ნიგრო
ეს ამ კატეგორიაში როდრიგოს მესამე ნომინაცია იქნება (drivers license-სა და vampire-ს შემდეგ). სამივე სიმღერის პროდიუსერი დენიელ ნიგროა.
ტეილორ სვიფტი – The Fate of Ophelia
Hot 100-ის უმაღლესი შედეგი: 1-ლი პოზიცია (10 კვირა)
პროდიუსერები: ტეილორ სვიფტი, მაქს მარტინი, Shellback
ეს სვიფტის მეშვიდე ნომინაცია იქნება ამ კატეგორიაში. გასული სამი ნომინანტი ჩანაწერის (We Are Never Ever Getting Back Together, Shake It Off და Blank Space) თანაპროდიუსერებიც მაქს მარტინი და Shellback იყვნენ.
TAME IMPALA და ჯენი – Dracula
Hot 100-ის უმაღლესი შედეგი: მე-3 (ამ ეტაპზე)
პროდიუსერი: კევინ პარკერი
ეს Tame Impala-ს პირველი ნომინაცია იქნება დიდი ოთხეულის კატეგორიაში და მიყოლებით მეორე წელი, როცა მასზე Blackpink-ის წევრია წარდგენილი.
ნომინაციაში მოხვედრის რეალური შანსი აქვთ ასევე: გრეისი აბრამსს, ფიბი ბრიჯერსს, არიანა გრანდეს, ლედი გაგასა და Doechii-ს, მადონასა და საბრუნა კარპენტერს, შაკირასა და Burna Boy-ს, როსალიას, ჰარი სტაილსს.
წლის სიმღერა:
რვავე სავარაუდო ნომინანტი სიმღერა სრულად ან ნაწილობრივ თავად შემსრულებლის მიერაა შექმნილი.
Choosing Texas
ავტორები: ლუკ დიკი, მირანდა ლამბერტი, ელა ლენგლი, ჯოიბეთ ტეილორი
The Cure
ავტორები: დენიელ ნიგრო, ოლივია როდრიგო
Die On This Hill
ავტორები: ომერ ფედი, მაიკლ პოლაკი, სიენა სპრიო
The Great Divide
ავტორები: ნოა კაანი, გეიბ საიმონი
I Knew It, I Knew You (From Toy Story 5)
ავტორები: ჯეკ ანტონოფი, ტეილორ სვიფტი
Man I Need
ავტორები: ოლივია დინი, ტობიას ჯესო Jr., ზაქ ნაომი
Risk It All
ავტორები: Dernst Emile II, ჯაიმს ფონტლეროი, ფილიპ ლოურენსი, ბრუნო მარსი
Where Is My Husband!
ავტორები: რეიჩელ კინი (RAYE), მაიკ საბათი
ნომინაციაში მოხვედრის რეალური შანსი აქვთ ასევე: Animal (Katseye), Aperture (ჰარი სტაილსი); Berghain (როსალია, ბიორკი და Yves Tumor); Boston (სტელა ლეფტი); Dai Dai (შაკირა X Burna Boy); Dracula (Tame Impala და ჯენი); Dry Spell (კეისი მასგრეივსი);“E85 (დონ ტოლივერი); Hate That I Made You Love Me (არიანა გრანდე); Hit the Wall (გრეისი აბრამსი); Homewrecker (sombr); Lost Boys (ფიბი ბრიჯერსი); Runway (ლედი გაგა და Doechii)