„ფანტასმაგორიას“ ანიმაციური ფილმი „ელენე დარიანი“ Arte Laguna Prize-ის მთავარი გამარჯვებულია

ფილმში მე-20 საუკუნის ეპოქის დამახასიათებელი ქართული მუსიკალური ნაწარმოებებია გამოყენებული, რომელიც ანიმაციის ემოციურ და პოეტურ ატმოსფეროს განსაზღვრავს.
სტუდია „ფანტასმაგორია“ ანიმაციური ფილმი - „ელენე დარიანი“
სტუდია „ფანტასმაგორია“ ანიმაციური ფილმი – „ელენე დარიანი“

სტუდია „ფანტასმაგორიას“ ანიმაციურმა ფილმმა „ელენე დარიანმა“ ორწლიანი საფესტივალო მოგზაურობა მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაასრულა. ვენეციის არსენალში გამართული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო კონკურსის, Arte Laguna Prize-ის მე-20 გამოცემის ჟიურიმ ფილმი მთავარ გამარჯვებულად დაასახელა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეული დაახლოებით 240 არტისტი მონაწილეობდა. გამარჯვებულს 10 000 ევროს ოდენობის ფულადი პრიზი გადაეცა, რომელსაც „ფანტასმაგორიას“ გუნდი ახალი ანიმაციური ნამუშევრის წარმოებას მოახმარს.

„ელენე დარიანის” ორწლიანი საფესტივალო ცხოვრება ყველაზე დიდი ჯილდოთი დავასრულეთ. მათ ჩვენი სათქმელი ინტერპრეტაციების გარეშე გაიგეს და დაგვინახეს. ელენე დარიანის პოეზია, როგორც ცალმხრივი და შეუძლებელი სიყვარულის სიმბოლო, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არასოდეს მატერიალიზდა და პოეზიაში მარადიული სიცოცხლე ჰპოვა.” – აღნიშნავს „ფანტასმაგორიას” სტუდიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ელენე თავაძე.

გუნდისთვის „ელენე დარიანის“ შექმნა სხვადასხვა სახელოვნებო დარგის გაერთიანების და შემოქმედებითი ჯგუფის ინდივიდუალური ხედვების თავმოყრის პროცესი იყო. 

„თოჯინური ანიმაცია არც მხოლოდ ანიმაციაა და არც მხოლოდ კინო, ის ხელოვნების ყველა დარგს აერთიანებს, სადაც უამრავი ადამიანის სული საკუთარი ხელით პოულობს შვებას. ასეთი იყო „ელენე დარიანის“ შექმნა „ფანტასმაგორიას“ დიდი გუნდისთვის: ბევრი შრომითა და წვალებით, ორწლიანი ღამისთევებითა და მუდმივად გაუკვალავში სრიალით, ჩვენ მაინც შევძელით და მაყურებლამდე მივიტანეთ „ელენე დარიანის“ არსი – მიზანდასახულობით, შეუპოვრობით, იდეისა და ერთმანეთის ერთგულებით, უზარმაზარი სიყვარულით.“ – ელენე თავაძე.

ფილმის მხატვრული სამყაროს შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ არქიტექტურასა და ჩაცმულობის სტილს. ამავე ეპოქის მუსიკალური ნაწარმოებები კი ანიმაციის ემოციურ და პოეტურ ატმოსფეროს განსაზღვრავს. ავტორების თქმით, მუსიკამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დარიანის პოეზიისა და მისი მთავარი თემის – ცალმხრივი სიყვარულის ეკრანიზაციაში. 

„ელენე დარიანის“ საუნდტრეკში გამოყენებულია ია (ილია) კარგარეთელის „შენ გეტრფი მარად“ და ვანო სარაჯიშვილის ორი ნაწარმოები: „ისევ შენ, და ისევ შენ“ და „ვარსკვლავო“.  სიმღერისთვის „ისევ შენ, და ისევ შენ“ მულტიმედია არტისტმა და მუსიკოსმა ირაკლი მარგიშვილმა საკუთარი ინერპრეტაციით ორიგინალური  ვერსია შექმნა.

 სტუდია „ფანტასმაგორია“ ანიმაციური ფილმი - „ელენე დარიანი“
სტუდია „ფანტასმაგორია“ ანიმაციური ფილმი – „ელენე დარიანი“

„ფილმის წარმოების პროცესში ირაკლი თეატრალური უნივერსიტეტის ხმის რეჟისურის სტუდენტი იყო და ხმის დიზაინის მიმართულებით გარკვეულწილად ახალბედაც გახლდათ. მისმა მუსიკალურმა გემოვნებამ და გამოცდილებამ, ვფიქრობთ, დარიანს თანამედროვე მუსიკალური ხელწერაც შემატა. მსახიობების მიერ წაკითხული ლექსებისა და ელექტრონული მუსიკის იმპროვიზაციის საფუძველზე მან სიურრეალისტური სცენის ხმოვანი რიგი შექმნა, რომელშიც პაოლო და ელენე უდაბნოში ერთმანეთს ემშვიდობებიან.“ – ელენე თავაძე.

გარდა ამისა, ფილმში ია (ილია) კარგარეთელის „შენ გეტრფი მარად“ ორიგინალური საფორტეპიანო შესრულებით ჟღერს. კომპოზიციის მუსიკალურ გაფორმებაზე ცირა ბზიაშვილმა იმუშავა, ხოლო ალექსანდრე რატიანმა რომანსისთვის გიტარის იმპროვიზაცია შექმნა.

საერთაშორისო აღიარებისა და ვენეციის ჯილდოს შემდეგ, მაყურებელისთვის „ელენე დარიანი“ Youtube-ზე 11 დეკემბრიდან გახდება ხელმისაწვდომი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Dua Lipa - 2025 წლის 5 ოქტომბერი ლოს-ანჯელესი Christopher Polk/Billboard

დუა ლიპა, Tame Impala და SZA  Coachella 2027-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

Coachella 2027-ის ფესტივალზე მონაწილეობა უკვე დაადასტურეს არტისტებმა: Daddy Yankee, Madonna, ფიბი ბრიჯერსი, დონ ტოლივერი, ზარა ლარსონი, Weezer, Dom Dolla და სხვა მრავალმა არტისტმა.
მეტი
Cardi B სიტყვით გამოდის 2026 წლის Beautycon University-ზე 2026 წლის 19 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი Leon Bennett/Getty Images for Beautycon/Sundial Media & Technology Group

Cardi B ბოლო პერიოდში ნაკლებად აქტიურობას რეტროგრადულ მერკურის უკავშირებს

რეპერი გულშემატკივრებს ჰპირდება, რომ სოციალურ ქსელებსა და საჯარო სივრცეში უფრო ხშირად გამოჩნდება. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თავს უჩვეულოდ გრძნობდა.
მეტი
ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

21-25 ნოემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
მეტი
Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი
შონ „დიდი“ კომბსი - 2023 წლის 21 სექტემბერი Jemal Countess/Getty Images

Diddy ნიუ-ჯერსის ციხიდან პენსილვანიის დაწესებულებაში გადაიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციიით, მუსიკალური ინდუსტრიის გავლენიანი ფიგურა ციხეში კონფლიქტებში მონაწილეობდა და მკაცრი პატიმრობის ნაცვლად, „პრივილეგირებული“ პირობებით სარგებლობდა.
მეტი