იქნება თუ არა All I Want for Christmas Is You წელსაც პირველი საშობაო სიმღერა, რომელიც ჩარტის პირველ ადგილს დაიკავებს?

ჯერ უცნობია, მოიპოვებს თუ არა კვლავ პირველობას ქერის კლასიკად აღიარებული ჰიტი Hot 100-ის ჩარტში და შეძლებს თუ არა Wham! პირველად გავიდეს №1 პოზიციაზე. Billboard-ის სარედაქციო გუნდი ამ და სხვა კითხვებს პასუხობს.
მერაია ქერი
DENNIS LEUPOLD


მადლიერების დღესასწაულის კვირაში სეზონის ლიდერი ჰიტის ტიტულისთვის ბრძოლა გრძელდება.

ამ კვირაში  მერაია ქერის სადღესასწაულო ჰიტი, სახელწოდებით All I Want for Christmas Is You, Billboard Hot 100-ში მე-18 ადგილიდან მე-4 პოზიციაზე დაწინაურდა. ჯერ კიდევ გასულ კვირას ლიდერობას ჯგუფ Wham!-ის Last Christmas ინარჩუნებდა, რომელმაც მე-14 ადგილიდან მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა.

ჯერ უცნობია, მოიპოვებს თუ არა კვლავ პირველობას ქერის კლასიკად აღიარებული ჰიტი Hot 100-ის ჩარტში  და შეძლებს თუ არა Wham! პირველად გავიდეს №1 პოზიციაზე. Billboard-ის სარედაქციო გუნდი ამ და სხვა კითხვებზე პასუხობს.

ქეითი ატკინსონი: დიახ, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პირველ ადგილს კვლავ მერაია მიაღწევს, თუმცა Wham!-იც არ არის გამორიცხული. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საშობაო ჩარტების სათავეში Last Christmas-ის ხილვამ გამახარა და მაფიქრებინა, რომ შესაძლოა, მას პირველივე ჯერზე დაეკავებინა პირველი ადგილი, მაგრამ მერაია შობის პერიოდის ტრადიციული ლიდერია. All I Want for Christmas Is You მას ამ სეზონზეც აუცილებლად დაუბრუნებს თავის ტიტულს, ხოლო მთავარი ინტრიგა წელს ის იქნება, გაიყოფს თუ არა ის პირველ ადგილს სხვა შემსრულებელთან მომდევნო ერთი თვის განმავლობაში.

კაილ დენისი: გარანტირებულია, რომ მერაია მთელი დღესასწაულების განმავლობაში ისეთივე შესამჩნევი იქნება, როგორც ყოველთვის, ამიტომ პირველი ის უნდა მივიდეს ფინიშთან. შინაგანი ხმა მეუბნება, რომ Wham!-ისთვის წლევანდელი წელი შეიძლება 2023 წელს დაემსგავსოს, როდესაც ბრენდა ლის Rockin’ Around the Christmas Tree-მ ხანმოკლე დროით დაიკავა პირველი ადგილი, სანამ All I Want ჩვეულ პოზიციებს დაუბრუნდებოდა.

კრის ეგერტსენი: მეც ასე ვფიქრობ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, გამიხარდებოდა, პირველ ადგილზე Last Christmas გასულიყო – თუნდაც იმისთვის, რომ სადღესასწაულო განწყობა სხვა, არანაკლებ ღირსეულ კლასიკურ ჰიტებზეც გადანაწილებულიყო. როგორც ეს 2023 წელს ბრენდა ლის Rockin’ Around the Christmas Tree-მ შეძლო, კარგი იქნებოდა, წელსაც All I Want for Christmas Is You-ს გარდა კიდევ ერთი ან მეტი სიმღერა გვეხილა წამყვან პოზიციაზე.

ლინდსი ჰევენსი: რა თქმა უნდა. მერაია ქერისგან ამას უკვე მივეჩვიე. როცა მერაია აცხადებს „დროაააა“ (it’s tiiiime), All I Want for Christmas Is You მალევე ჩარტის სათავეში ექცევა. სწორედ ამიტომ იგრძნობა ერთგვარი კოლექტიური მოლოდინი, რომ All I Want თავის კუთვნილ ადგილს ზუსტად თავის დროზე დაიკავებს.

ენდრიუ უნტერბერგერი: მერაიას წინააღმდეგ ფსონის დადება ნამდვილად არაგონივრული იქნებოდა – შესაძლოა, სხვა სიმღერები უფრო მეტად ასოცირდებოდეს შობის დღესასწაულთან, მაგრამ უფრო მასშტაბური გაგებით, საშობაო სეზონისთვის არ არსებობს ისეთი სიმღერა, რომელიც ისეთივე განუყოფელია ამ პერიოდისგან, როგორც All I Want. უახლოეს მომავალში ეს რბოლა ყოველწლიურად ისევ მერაიას ხელშია.

ჩარტში ადრეული ლიდერობის და სტრიმინგ სერვისებზე გაუმჯობესებული მაჩვენებლების გათვალისწინებით, ბევრი პროგნოზირებს, რომ Last Christmas წელს პირველად დაიკავებს პირველ  ადგილს. ამას ისიც ემატება, რომ დეკემბერში ჯორჯ მაიკლის გარდაცვალებიდან 10 წელი გადის. 

ქეითი ატკინსონი: Wham!-ის მშობლიურ დიდ ბრიტანეთში Last Christmas-მა უკვე 12 კვირა გაატარა პირველ ადგილზე. 1984 წლის ეს სიმღერა ბრიტანულ ჩარტებში პირველად 2023 წელს მოხვდა სათავეში. შეიძლება ითქვას, რომ ის მერაიას მარადიული ჰიტის ბრიტანულ ვერსიად ჩამოყალიბდა. სინამდვილეში, All I Want for Christmas Is You-მ ბრიტანული ჩარტის მწვერვალს უფრო ადრე, 2020 წელსაც მიაღწია და №1 ადგილზე სამი კვირა გაატარა. სამართლიანი იქნება, ქერიმ Wham!-თან პოზიციები ერთი კვირა მაინც დათმოს.

კაილ დენისი: წელს ჯორჯ მაიკლის გარდაცვალებიდან 10 წელი სრულდება. საკონცერტო ფილმის, George Michael: Faith Tour-ის ფონზე, ჯორჯ მაიკლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა კვლავაც აქტუალურია. 

კრის ეგერტსენი: Last Christmas-ის ლიდერობა სავსებით შესაძლებელი ჩანს. მეორე მხრივ, რთულია სათანადო ყურადღება არ მიაქციო ისეთ გიგანტს, როგორიც All I Want არის, რომელსაც 2019 წელს Hot 100-ში პირველი გამარჯვების შემდეგ მხოლოდ ერთმა საშობაო სიმღერამ – Rockin’ Around the Christmas Tree-მ აჯობა. თუ Last Christmas-ზე პროგნოზი უნდა გავაკეთო, ვიტყვი – დიახ, ოღონდ უფრო „იმედად“ ყოფნის პრინციპით.

ლინდსი ჰევენსი: Last Christmas-ის პირველობა, ვფიქრობ, სრულიად შესაძლებელია. შესანიშნავი სიმღერაა და განსაკუთრებით წელს, როცა კინოთეატრებში Faith Tour გამოდის, სავსებით დასაშვებია, რომ ამ სადღესასწაულო სეზონზე ლეგენდარული მუსიკოსი კიდევ უფრო მეტად იყოს მსმენელის გონებაში.

ენდრიუ უნტერბერგერი: All I Want ასე მარტივად არ დანებდება და ის ფაქტი, რომ სეზონის ასე ადრეულ ეტაპზე ჩარტებში ლიდერობა კვლავ დაიბრუნა, აჩვენებს, რომ რა აქტუალობაც არ უნდა ჰქონდეს წელს Last Christmas-ს, პირველობა მაინც გაუჭირდება. ჩემი ინტუიცია მაინც მკარნახობს, რომ ის გზას  პირველი  ადგილისკენ გაიკვალავს სულ მცირე ერთი კვირით, თუმცა ეს გარანტირებული სულაც არ არის.

ამ ორი რჩეული სიმღერის  მიღმა ჩარტში ბევრი ნაცნობი საშობაო კომპოზიციაა. Billboard-ის გუნდი პასუხობს, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს სიმღერები ჩარტების პოზიციებზე აღმოჩნდნენ. 

ქეითი ატკინსონი: გულწრფელად მჯერა, რომ სწორი ხელშეწყობის შემთხვევაში, ნებისმიერ წელს ამათგან თითოეული შეიძლება აღმოჩნდეს №1 ადგილის პრეტენდენტთა შორის. Rockin’ Around the Christmas Tree-ს 2023 წელს მწვერვალზე ასასვლელად იუბილე, ახალი მუსიკალური კლიპი, ფიზიკური გამოცემა და დიდი პრომო-კამპანია დასჭირდა. ამასთან, Jingle Bell Rock და Most Wonderful Time  იმ მხრივ არიან წამგებიან პოზიციაში, რომ მათი ლეგენდარული შემსრულებლები ცოცხლები აღარ არიან.

კაილ დენისი: ვფიქრობ, Santa Tell Me-ს პირველი ადგილის დაკავების რეალური შანსი აქვს. ის ახალი თაობისთვის საშობაო თემატიკის კლასიკის განსაზღვრებად იქცა და პოპკულტურაში კიდევ უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს, რადგან გრანდეს კარიერა გრძელდება და ახალი თაობის ფანებს იზიდავს. მეორე მხრივ, ფილმებსა და რეკლამებში სწორად გამოყენებამ ან ვირუსულმა მომენტმა ნებისმიერი ეს სიმღერა შეიძლება პირველი ადგილისთვის ბრძოლის ნაწილად აქციოს.

კრის ეგერტსენი: თუ ამ სეზონზე სხვა სიმღერისთვის ადგილი დარჩება, ეს Last Christmas იქნება. მომდევნო რამდენიმე წელიწადში ამერიკელი მსმენელი შესაძლოა საკმარისად დაიღალოს All I Want-ით. Rockin’ Around უდავოდ კონკურენციაშია, ისევე როგორც მისი მსგავსი Jingle Bell Rock. თუმცა ნუ დაივიწყებთ არიანას Santa Tell Me-სა და კელის Underneath the Tree-ს, რომლებიც მომავალ №1 ჰიტებად მოჩანან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა აუდიტორიას ახალი სტანდარტების მოთხოვნილება უჩნდება.

ლინდსი ჰევენსი: არიანას მხრიდან მხოლოდ ერთი პოსტიც კი საკმარისი იქნებოდა – სადაც ის Santa Tell Me-ს მღერის ან მის აუდიოს იყენებს, რომ სიმღერას ბიძგი მისცეს. ანალოგიურად, საკმარისია ლინდსი ლოჰანმა ან Mean Girls-ის რომელიმე მსახიობმა ფილმის დასამახსოვრებელი Jingle Bell Rock-ის სცენა გაიხსენოს, რომ სიმღერა მე-9 ადგილიდან პირველზე გადაიყვანოს. 

ენდრიუ უნტერბერგერი: ვფიქრობ, Santa-მ და Tree-მ შესანიშნავად იბრძოლეს ყურადღების მისაპყრობად, მაგრამ ახლა კონკრეტული იმპულსის გარეშე პროგრესი ძალიან ნელი იქნება. შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს, სანამ რომელიმე მათგანი Jingle Bell Rock-ს ან Rockin’ Around the Christmas Tree-ს დაჩრდილავს, რომ აღარაფერი ვთქვათ All I Want-სა და Last Christmas-ზე.

კითხვაზე, თუ რომელია 21-ე  საუკუნის ის სადღესასწაულო სიმღერა, რომელიც ჯერ არ არის ლიდერთა შორის, მაგრამ მომავალში შეიძლება გახდეს, Billboard-ის სარედაქციო გუნდი პასუხობს:

ქეითი ატკინსონი: ვფიქრობ, პასუხი შეიძლება იყოს კელი კლარკსონისა და არიანა გრანდეს საშობაო სიმღერა – Santa, Can’t You Hear Me. 

კაილ დენისი: ჯასტინ ბიბერის Under the Mistletoe და Destiny’s Child-ის 8 Days of Christmas.

კრის ეგერტსენი: შესაძლოა Christmas Tree Farm. მას აქვს ის ხალისიანი ენერგია და აშკარა სადღესასწაულო სახეები, რაც ამერიკელებს ასე უყვართ საშობაო სიმღერებში და თანაც ტეილორ სვიფტის სიმღერაა, ასე რომ, მას არ გამოვრიცხავ. მიეცით ამ სიმღერას კიდევ რამდენიმე წელი.

ლინდსი ჰევენსი: ავირჩევ ტეილორ სვიფტის 2019 წლის Christmas Tree Farm-ს. რადგანაც ის ტეილორ სვიფტის სიმღერაა, მისი ლიდერობა სავსებით რეალურად მეჩვენება.

ენდრიუ უნტერბერგერი: ცოტა შორეული პერსპექტივაა, მაგრამ ყოველთვის ძალიან მომწონდა ქანთრი-შემსრულებელ ბრეტ ელდრიჯის Glow. ჩემი აზრით, საბოლოოდ მარადიულ სადღესასწაულო პლეილისტებში მოხვედრის შანსი აქვს. ამავე სახელწოდების ალბომს წელს 10 წელი უსრულდება  და ელდრიჯი ტურნესაც გეგმავს. ასე რომ, ვნახოთ, იქნებ ამ დეკემბერში შეძლოს სეზონურ ჩარტებში უფრო მყარად დამკვიდრება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ „შიმშილის თამაშები“ საუნდტრეკების ჩარტის პირველ ადგილს უბრუნდება

შემდეგი სტატია

პიტერ ბერგი რიანას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის გამოსვლის იმედს არ კარგავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

პიტერ ბერგი რიანას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის გამოსვლის იმედს არ კარგავს

2023 წელს რეჟისორმა განაცხადა, რომ პროექტზე ექვს-ნახევარი წლის განმავლობაში მუშაობდა.
მეტი

ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ „შიმშილის თამაშები“ საუნდტრეკების ჩარტის პირველ ადგილს უბრუნდება

The Hunger Games: Sunrise on the Reaping (The Album), რომელშიც ნოა კაჰანის, ელა ლენგლისა და სხვა შემსრულებლების მუსიკაა წარმოდგენილი, გამოსვლისთანავე ჩარტის სათავეში მოექცა.
მეტი
ქეთათო ნერგაძე -„მიპოვნე" ფოტო: ზუკა სიმონიშვილი

ქეთათო ნერგაძის ახალი სიმღერა „მიპოვნე“  –  მარტოობის, საყრდენის ძიებისა და პოვნის ამბავზე

„ადამიანი ყველაზე მარტოსულად მაშინ გრძნობს თავს, როცა უნდა, რომ ვიღაცამ იპოვოს“...
მეტი
DillaNext x PINO - IRAO DANCE (prod. eth3rnet) (Lyric Visualizer)

DillaNext-ის და PINO-ს ახალი მუსიკალური ტრეკი IRAO DANCE

კომპოზიციის მთავარი მესიჯი კონფუცის ცნობილ გამონათქვამს ეფუძნება: Never give a sword to a man who can't dance (არასოდეს მისცე ხმალი ადამიანს, რომელსაც ცეკვა არ შეუძლია).
მეტი

შაკირამ და ფიფას გლობალურმა სამოქალაქო საგანმანათლებლო ფონდმა ის ორგანიზაციები დაასახელეს, რომლებიც ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ გრანტებს მიიღებენ

ხუთი ორგანიზაცია ჯამში 450 000 აშშ დოლარის დაფინანსებას მიიღებს, რათა აღადგინოს დაზიანებული ინფრასტრუქტურა და 13 000-ზე მეტი ბავშვისთვის ხარისხიანი განათლება უზრუნველყოს.
მეტი
Kodak Black ფოტო: Rockstar Games

რეპერ Kodak Black-ს ვიდეოთამაშ GTA 6-ში საიდუმლო რადიოსადგური აქვს – ნახეთ, როგორ შეგიძლიათ მისი განბლოკვა 

გეიმერებმა ასევე აღმოაჩინეს კიდევ ერთი საიდუმლო სადგური, რომელსაც გამოგონილი DJ Pretzel უძღვება.
მეტი
„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ჯგუფი „შინ” რუსთაველის თეატრის სცენაზე დაბრუნდა – ორი იბერიის შთამბეჭდავი მუსიკალური დიალოგი

„ჩვენი გზა შინისაკენ დაიწყო აქ, ძალიან დიდი ხნის წინ... წავედით... 30 წელი გავიდა და ვბრუნდებით“... - ზაზა მიმინოშვილი.
მეტი