პიტერ ბერგი რიანას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის გამოსვლის იმედს არ კარგავს

2023 წელს რეჟისორმა განაცხადა, რომ პროექტზე ექვს-ნახევარი წლის განმავლობაში მუშაობდა.
რიანა და პიტერ ბერგი Battleship-ის ფოტოსესიაზე 2012 წელს
DAVE J HOGAN/GETTY IMAGES

პიტერ ბერგის რეჟისორობით გადაღებული დოკუმენტური ფილმი რიანას შესახებ ჯერ კიდევ 2016 წელს დაანონსდა და გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წელს ის „ამაზონმა”  25 მილიონ დოლარად იყიდა.

როგორც ჩანს, ბერგი ამ საკითხისადმი კვლავ ოპტიმისტურადაა განწყობილი.  

25 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში რეჟისორმა, რომელმაც რიანა 2012 წლის ფილმ Battleship-შიც გადაიღო, დოკუმენტური ფილმის ამჟამინდელ სტატუსზე ისაუბრა. „იმედი ყოველთვის არსებობს. იმედი არ დაკარგოთ!“ – თქვა მან ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ პროექტზე საუბრისას. „თუ გამოვა და როცა გამოვა, ის ნამდვილი ჰიტი გახდება.”

ბერგმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ მონაწილეობს ცხრაგზის გრემის მფლობელი მომღერალი უფრო მეტ ფილმში და განსაკუთრებულად აღნიშნა რიანას უნარი, ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. „რიანა აკეთებს იმას, რაც თავად სურს. ის საკუთარ გულსა და შემოქმედებით ინსტინქტებს მიჰყვება. როდესაც Battleship-ში მონაწილეობდა, ძალიან აინტერესებდა, როგორი იქნებოდა მასშტაბურ ჰოლივუდურ მძაფრსიუჟეტიან ფილმში თამაში. შემდეგ რამდენიმე დიდებული ალბომი გამოსცა, ახლა კი შესანიშნავ ოჯახს უვლის. გარანტიას გაძლევთ, რომ ის მუსიკას აუცილებლად დაუბრუნდება და ეს ნამდვილი სენსაცია იქნება,”  – უთხრა რეჟისორმა გამოცემას.

ბერგი და მისი გუნდი რიანას შესახებ დოკუმენტურ ფილმზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა საბოლოოდ ფილმის გამოსვლის გადაწყვეტილება თავად მომღერალზეა დამოკიდებული. ამის შესახებ რეჟისორმა ჯერ კიდევ 2023 წელს, The Hollywood Reporter-თან საუბრისას განაცხადა: „ფილმი დასრულებული და გაყიდულია, „ამაზონი” მზად არის. რიანა პერფექციონისტია, ამიტომ მუდმივად რაღაცებს ვასწორებთ. გადაღებებს ექვს-ნახევარი წელიწადი დასჭირდა, ასე რომ, დიახ, ფილმი გამოსასვლელად მზადაა. უბრალოდ ველოდებით, თუ როდის იტყვის: ‘კი, მოდი, გამოვუშვათ.’ არ ვიცი, იქნებ ათწლიანი პროექტიც გახდეს“.

ბოლოს რიანა 2025 წლის ანიმაციურ ფილმ „სმურფებში” გამოჩნდა, სადაც სმურფეტის პერსონაჟი გაახმოვანა. მისი ბოლო მხატვრული ფილმი Amazon Prime-ის Guava Island იყო, რომელშიც დონალდ გლოვერთან ერთად ითამაშა. ასევე ეპიზოდური როლი ჰქონდა ოქტომბერში გამოსულ ფილმში Ali G: Who Iz I?

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

იქნება თუ არა All I Want for Christmas Is You წელსაც პირველი საშობაო სიმღერა, რომელიც ჩარტის პირველ ადგილს დაიკავებს?

შემდეგი სტატია

ენდი ტეილორი foto: Tracey Taylor

Duran Duran-ის გიტარისტი ენდი ტეილორი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

იქნება თუ არა All I Want for Christmas Is You წელსაც პირველი საშობაო სიმღერა, რომელიც ჩარტის პირველ ადგილს დაიკავებს?

ჯერ უცნობია, მოიპოვებს თუ არა კვლავ პირველობას ქერის კლასიკად აღიარებული ჰიტი Hot 100-ის ჩარტში და შეძლებს თუ არა Wham! პირველად გავიდეს №1 პოზიციაზე. Billboard-ის სარედაქციო გუნდი ამ და სხვა კითხვებს პასუხობს.
მეტი

ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ „შიმშილის თამაშები“ საუნდტრეკების ჩარტის პირველ ადგილს უბრუნდება

The Hunger Games: Sunrise on the Reaping (The Album), რომელშიც ნოა კაჰანის, ელა ლენგლისა და სხვა შემსრულებლების მუსიკაა წარმოდგენილი, გამოსვლისთანავე ჩარტის სათავეში მოექცა.
მეტი
ქეთათო ნერგაძე -„მიპოვნე" ფოტო: ზუკა სიმონიშვილი

ქეთათო ნერგაძის ახალი სიმღერა „მიპოვნე“  –  მარტოობის, საყრდენის ძიებისა და პოვნის ამბავზე

„ადამიანი ყველაზე მარტოსულად მაშინ გრძნობს თავს, როცა უნდა, რომ ვიღაცამ იპოვოს“...
მეტი
DillaNext x PINO - IRAO DANCE (prod. eth3rnet) (Lyric Visualizer)

DillaNext-ის და PINO-ს ახალი მუსიკალური ტრეკი IRAO DANCE

კომპოზიციის მთავარი მესიჯი კონფუცის ცნობილ გამონათქვამს ეფუძნება: Never give a sword to a man who can't dance (არასოდეს მისცე ხმალი ადამიანს, რომელსაც ცეკვა არ შეუძლია).
მეტი

შაკირამ და ფიფას გლობალურმა სამოქალაქო საგანმანათლებლო ფონდმა ის ორგანიზაციები დაასახელეს, რომლებიც ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ გრანტებს მიიღებენ

ხუთი ორგანიზაცია ჯამში 450 000 აშშ დოლარის დაფინანსებას მიიღებს, რათა აღადგინოს დაზიანებული ინფრასტრუქტურა და 13 000-ზე მეტი ბავშვისთვის ხარისხიანი განათლება უზრუნველყოს.
მეტი
Kodak Black ფოტო: Rockstar Games

რეპერ Kodak Black-ს ვიდეოთამაშ GTA 6-ში საიდუმლო რადიოსადგური აქვს – ნახეთ, როგორ შეგიძლიათ მისი განბლოკვა 

გეიმერებმა ასევე აღმოაჩინეს კიდევ ერთი საიდუმლო სადგური, რომელსაც გამოგონილი DJ Pretzel უძღვება.
მეტი
„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ჯგუფი „შინ” რუსთაველის თეატრის სცენაზე დაბრუნდა – ორი იბერიის შთამბეჭდავი მუსიკალური დიალოგი

„ჩვენი გზა შინისაკენ დაიწყო აქ, ძალიან დიდი ხნის წინ... წავედით... 30 წელი გავიდა და ვბრუნდებით“... - ზაზა მიმინოშვილი.
მეტი