„შიმშილის თამაშები“ „ბილბორდის” საუნდტრეკების ჩარტის სათავეში ბრუნდება. პოპულარული სერიალის უახლესი ნაწილის, The Hunger Games: Sunrise on the Reaping-ის საუნდტრეკი 28 ნოემბრით დათარიღებულ ჩარტში ლიდერობს. ალბომში შედის ისეთი შემსრულებლების სიმღერები, როგორებიც არიან: ნოა კაჰანი, ელა ლენგლი, კეისი მასგრეივსი და სტივი ნიქსი.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფრენჩაიზის ალბომი ჩარტის პირველ ადგილს იკავებს მას შემდეგ, რაც სერიალის მეორე ფილმის, The Hunger Games: Catching Fire-ის საუნდტრეკი 2013 წელს რეიტინგში ერთი კვირის განმავლობაში ლიდერობდა. მას წინ უძღოდა The Hunger Games: Songs From District 12 and Beyond, რომელიც 2012 წელს ჩარტის პირველ ადგილს ხუთი კვირის განმავლობაში იკავებდა.
Sunrise on the Reaping სერიალის მეორე „პრიკველია”, რომლის სიუჟეტიც „შიმშილის თამაშების“ პირველი ფილმის მოვლენებამდე 24 წლით ადრე ვითარდება.
ნახეთ „შიმშილის თამაშების“ ყველა საუნდტრეკი, რომელიც „ბილბორდის” საუნდტრეკების ჩარტში შევიდა:
The Hunger Games: Songs From District 12 and Beyond – პირველი ადგილი (5 კვირის განმავლობაში) 2012 წელს
The Hunger Games: Original Motion Picture Score – მე-3 ადგილი 2012 წელს
The Hunger Games: Catching Fire – პირველი ადგილი (ერთი კვირის განმავლობაში) 2013 წელს
The Hunger Games: Catching Fire – Original Motion Picture Score – მე-11 ადგილი 2013 წელს
The Hunger Games: Mockingjay, Part 1 – მე-3 ადგილი 2014 წელს
The Hunger Games: Mockingjay, Part 1: Original Motion Picture Score – მე-10 ადგილი 2014 წელს
The Hunger Games: Mockingjay, Part 2 – მე-20 ადგილი 2015 წელს
The Hunger Games: The Ballad of Songbirds & Snakes – მე-3 ადგილი 2023 წელს
The Hunger Games: Sunrise on the Reaping – პირველი ადგილი 2026 წელს