რიანას ტვიტერზე დარეგისტრირებულ ქალებს შორის, ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს

ამ დრომდე, ტვიტერის ყველაზე პოპუალრული ქალი ვარსკვლავი კეტი პერი იყო.
ფოტო: კევინ უინტერი/GI


რიანა ტვიტერის ქალ მომხმარებლებს შორის გამომწერების რაოდენობით პირველ ადგილზეა. ამ მონაცემებით რიანამ კეტი პერიც ჩამოიტოვა, რომელიც ამ დრომდე ლიდერობდა. 

სიახლე ოფიციალურად მას შემდეგ გავრცელდა, რაც სოციალური მედიის ანალიტიკურმა პლატფორმა SocialBlade-მა ანგარიში წარადგინა. როგორც ამ ანგარიშშია მითითებული, მასალის გამოქვეყნების მომენტში რიანას გამომწერების რაოდენობა 108,278,326 იყო, ხოლო კეტი პერის მიმდევრების რიცხვი – 108,261,949. 

აღნიშნული მონაცემები მხოლოდ ტვიტერის ქალ მომხმარებლებს ეხება. რაც შეეხება სოციალური ქსელის ყველაზე პოპულარულ ანგარიშებს, მათ კაცები ფლობენ. მესამე ადგილზე ჯასტინ ბიბერია 113 მილიონი გამომწერით, მეორე ადგილზე ბარაკ ობამა 133 მილიონი მიმდევრით, ხოლო პირველ ადგილს თავად ტვიტერის მფლობელი ილონ მასკი იკავებს, რომლის ანგარიში 134 მილიონ მომხმარებელს აქვს გამოწერილი.

რაც შეეხება ტვიტერზე ყველაზე პოპულარული ქალების მეტად ვრცელ სიას, ის აერთიანებს ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ტეილორ სვიფტი და ლედი გაგა. 

ინსტაგრამის შემთხვევაში სურათი განსხვავებულია. ინსტაგრამზე ყველაზე პოპულარული ადამიანი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოა. მისი გამომწერების რიცხვი 562 მილიონია. მას მოჰყვება საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთი ვარსკვლავი ლიონელ მესი, რომლის ანგარიშიც  442 მილიონ მომხმარებელს აქვს გამოწერილი. რაც შეეხება ქალებს, სოციალური ქსელის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავი სელენა გომესია. გომესი პირველი ქალია, რომელსაც ინსტაგრამზე 410 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქარდი ბი მშობლებს ბავშვების გამტაცებლების შესახებ აფრთხილებს

შემდეგი სტატია

მილი ბობი ბრაუნმა ნიშნობის შესახებ პოსტს ტეილორ სვიფტის სიმღერის ტექსტი დაურთო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი