მილი ბობი ბრაუნმა ნიშნობის შესახებ პოსტს ტეილორ სვიფტის სიმღერის ტექსტი დაურთო

„სამი ზაფხულია, რაც მიყვარხარ“ -აღნიშნა Stranger Things-ის ვარსკვლავმა
ფოტო: ჯო მაერი/GI


Stranger Things-ის ვარსკვლავი, მილი ბობი ბრაუნი მომღერალ ჯეიკ ბონჯოვიზე დაინიშნა. 19 და 20 წლის ვარსკვლავებმა ნიშნობის შესახებ სიახლე ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტების მეშვეობით გაასაჯაროვეს. 

მილი ბობი ბრაუნის გამოქვეყნებულ ფოტოში მსახიობს ნიშნობის ბეჭედი უკეთია. ვარსკვლავმა პოსტს აღწერად ტეილორ სვიფტის სიმღერის  – Lover-ის ტექსტიდან ფრაზა დაურთო. 

ბონჯოვიმ კი ამავე მომენტის ამსახველი, სხვა რაკურსით გადაღებული ფოტო გააზიარა . „სამუდამოდ“ – ვკითხულობთ ჯეიკ ბონჯოვის გამოქვეყნებული ფოტოს აღწერაში. ვარსკვლავების ოფიციალურ წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ. 

მილი ბობი ბრაუნი და ჯონ ბონ ჯოვის შვილის, ჯეიკ ბონჯოვი ერთად საჯაროდ 2021 წლის ზაფხულში გამოჩნდნენ, როდესაც ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს. ამავე წლის ნოემბერში კი ვარსკვლავებმა  გაამხილეს, რომ ერთმანეთს ხვდებოდნენ.

ნახეთ მილი ბობი ბრაუნის და ჯეიკ ბონჯოვის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტები:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რიანას ტვიტერზე დარეგისტრირებულ ქალებს შორის, ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს

შემდეგი სტატია

ნუცა ბუზალაძეს American Idol-ში მაყურებლის მხარდაჭერა სჭირდება. 

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი