ბიონსეს და სოლანჟის მამა – მეთიუ ნოულსი შვილების ბავშვობის  ფოტოს აქვეყნებს: „ჩვენს შვილებს მხარი უნდა დავუჭიროთ“

მუსიკალურმა მენეჯერმა განმარტა, რომ იგი და მისი ყოფილი ცოლი ქალიშვილებს ყოველთვის გვერდში ედგნენ და მხარს უჭერდნენ.
სოლანჟ ნოულზი და ბიონსე Met Gala-ს ღონისძიებაზე, 2016 წლის 2 მაისი, ნიუ იორკი. ფოტო: ნიკოლას ჰანტი
სოლანჟ ნოულზი და ბიონსე Met Gala-ს ღონისძიებაზე, 2016 წლის 2 მაისი, ნიუ იორკი. ფოტო: ნიკოლას ჰანტი

„ჩვენს შვილებს მხარი უნდა დავუჭიროთ და წავახალისოთ.“ წერს ფოტოს აღწერაში მუსიკალური პროდიუსერი და სუპერვარსკვლავების მამა მეთიუ ნოულისი. „მჯერა, ბევრ სფეროში ბავშვები უფრო ინტუიციურები არიან, ვიდრე მოზრდილები. ბავშვობის მისწრაფებებს სწორი მიმართულება და მშობლის გვერდში დგომა სჭირდება“.

„როდესაც ადრეულ ასაკშივე ბიონსემ და სოლანჟმა მუსიკისადმი დიდი ინტერესი გამოავლინეს, მე და თინა მათ მისწრაფებებს მხარს ვუჭერდით. ჩვენ ვამხნევებდით და ვხელმძღვანელობდით, მანამ, სანამ ისინი ამას სერიოზულად აღიქვამდნენ. ყოველთვის მოგვწონდა ის მიმართულება, რაც მათ აირჩიეს და ამით კმაყოფილები ვიყავით.“

მეთიუ ადრეული ასაკიდანვე მართავდა ბიონსეს და სოლანჟის კარიერას. იგი ასევე იყო Destiny Child-ის მუსიკალური პროდიუსერი.

„ნიჭიერ ხალხს გვერდში დგომა, გამხნევება და მოტივაცია სჭირდება, რომელიც მათ ზუსტ მიმართულებას და სწორ გზას აჩვენებს, ეს ყოველივე  კი სამყაროს უკეთეს ადგილად აქცევს.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ანანო სიხარულიძემ მუსიკალური ჩანაწერი სახელწოდებით Bussin’ წარადგინა

შემდეგი სტატია

Jay-Z როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, 2021 წლის 30 ოქტომბერი. ფოტო: კევინ მაზური

Jay-Z ენდი უორჰოლის და ჟან-მიშელ ბასკიას პატივსაცემად პარიზში კონცერტს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი