ჯასტინ ტიმბერლეიკმა ვოკალისტების გუნდის გარდაცვლილი მომღერლის, ნიკოლ ჰერსტის სახელობის სტიპენდია დააწესა

სტიპენდია ორ სტუდენტს საშუალებას მისცემს, რომ ცნობილ მუსიკის სასწავლებელში 1500 Sound Academy-ში დაფინანსებით ისწავლონ.
ფოტო: Courtesy 1500 Sound Academy


ჯასტინ ტიმბერლეიკმა „ნიკოლ ჰერსტის სახელობის სტიპენდია“  დააწესა.სტიპენდია ორ სტუდენტს საშუალებას მისცემს, რომ ცნობილ მუსიკის სასწავლებელში 1500 Sound Academy-ში დაფინანსებით ისწავლონ. 1500 Sound Academy ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული თანამედროვე მუსიკის აკადემიაა. მისი ფილიალები კალიფორნიასა და ტაივანის დედაქალაქ ტაიპეიში მდებარეობს. სტიპენდია ტიმბერლეიკის ვოკალისტების გუნდის ერთ-ერთი წევრის, ნიკოლ ჰერსტის ხსოვნას ეძღვნება. ჰერსტი 2021 წელს მკერდის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.

ჩვენი ტენესელი მეგობრის ხსოვნისათვის. იმ ქალისათვის, რომელიც მუსიკით ცხოვრობდა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმისა და ღიმილის პატრონის ხსოვნისათვის, რომელიც სამყაროს ოდესმე უნახავს – მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ –  „ნიკოლ ჰერსტის სახელობის სტიპენდია“ ორ ახალგაზრდა შემოქმედს დააფინანსებს, რომ 1500 Sound Academy-ის კურსი გაიაროს.“ – აღნიშნა ჯასტინ ტიმბერლეიკმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში. ვიდეოში მომღერალი ამ სტიპენდიაზე და მის შესაძლებლობებზე საუბრობს. „ნიკოლის ხსოვნა მუდამ იარსებებს.“- წერს მომღერალი.

გამოქვეყნებულ ვიდეოში ჯასტინ ტიმბერლეიკი სიმღერების ავტორ ჯეიმს ფონტლეროისთან და ლარენს „რენს“ დოპსონთან ერთად გამოჩნდა. ორივე მათგანი გრემის მფლობელი მუსიკოსია და ისინი 1500 Sound Academy-ს უძღვებიან. 

სტიპენდიის მიღების მსურველებმა განაცხადის 2023 წლის 26 აპრილამდე უნდა შეიტანონ. ორი გამარჯვებული 13 მაისს გამოვლინდება.

ნახეთ ვიდეო, რომელშიც ჯასტინ ტიმბერლეიკი „ნიკოლ ჰერსტის სახელობის სტიპენდიის“ შესახებ საუბრობს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Asea Sool ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვიდეოკლიპს აზიარებს

შემდეგი სტატია

ლედი გაგა ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების საპრეზიდენტო კომიტეტის თანახელმძღვანელად დასახელდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი