ლედი გაგა ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების საპრეზიდენტო კომიტეტის თანახელმძღვანელად დასახელდა

ლედი გაგამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და საპრეზიდენტო კომიტეტს მადლობა საჯაროდ გადაუხადა.
ფოტო: ემა მაკინტაირი, WarnerMedia/GI

თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მომღერალი ლედი გაგა ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების საპრეზიდენტო კომიტეტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დაასახელა. 

ლედი გაგა კომიტეტს ცნობილ ჰოლივუდელ პროდიუსერთან, ოსკაროსან ბრიუს კოენთან ერთად გაუძღვება.  ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების საპრეზიდენტო კომიტეტის წევრები იქნებიან კერი ვაშინგტონი, ჯონ ბატისტი, ჯორჯ კლუნი, ჯენიფერ გარნერი, ტროი კოცური, შონდა რაიმსი, მარტა კაუფმანი და სხვა ცნობილი სახეები.

„მივესალმებით ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების საპრეზიდენტო კომიტეტის ახლად არჩეულ წევრებს, ბრიუს კოენისა და ლედი გაგას ხელმძღვანელობით” – წერია პოსტში, რომელიც კომიტეტის ტვიტერის ოფიციალურმა ანგარიშმა გამოაქვეყნა – „მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობას, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით დადებითი ცვლილებები შევიტანოთ ბიბლიოთეკების, მუზეუმებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების მუშაობის პროცესში“ 

აღნიშნული პოსი ლედი გაგამაც გააზიარა. Პოსტის აღწერაში ვარსკვლავმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და კომიტეტს მადლობა გადაუხადა. 

 ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების საპრეზიდენტო კომიტეტი 1982 წელს დაარსდა, როგორც პრეზიდენტის მრჩეველი ორგანო კულტურის საკითხებში.  

ნახეთ თეთრი სახლისა და ლედი გაგას მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტები: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკმა ვოკალისტების გუნდის გარდაცვლილი მომღერლის, ნიკოლ ჰერსტის სახელობის სტიპენდია დააწესა

შემდეგი სტატია

ცნობილი ამერიკული ჯგუფი Inner City თბილისში კონცერტს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი