დემი ლოვატო კვებით აშლილობაზე ჰოლივუდის უარყოფითი გავლენის შესახებ საუბრობს 

„მე მინდა, რომ სხვებს დავეხმარო. ვისურვებდი, რომ მეც მყოლოდა გვერდით ასეთი ადამიანი, როცა 13 წლის ვიყავი, კვებითი აშლილობა მქონდა და თავს ვაშიმშილებდი.”
დემი ლოვატო
Jerod Harris/Getty Images

მაისი მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობადობის თვეა და დემი ლოვატო თავის ხმას კვებით აშლილობაზე სასაუბროდ იყენებს.

„სულ პირველად, როცა სამკურნალოდ მივედი, 18 წლის ვიყავი” – აღნიშნა მომღერალმა NBC-სთან ინტერვიუში. „მივედი ჩემი კვებითი აშლილობისა და ემოციური პრობლემების გამო. და როცა იქიდან გამოვედი, გადაწყვეტილების წინაშე დავდექი: მოვკუმო პირი და არაფერი ვთქვა, ან გავუზიარო ჩემი გამოცდილება და ძალა სხვა ადამიანებს იმ იმედით, რომ ეს მათ წაადგებათ. მე მინდა, რომ სხვებს დავეხმარო. ვისურვებდი, რომ მეც მყოლოდა ასეთი ადამიანი, როცა 13 წლის ვიყავი, კვებითი აშლილობით ვიტანჯებოდი და თავს ვაშიმშილებდი. მინდოდა, რომ ამ დროს ვიღაცას ეთქვა: მე ეს უკვე გავიარე და შენ არ გჭირდება, რომ ეს გზა აირჩიო.”

ლოვატომ ასევე გაამხილა, რომ სხეულის დამახინჯებული აღქმა ახალგაზრდა ასაკში, საზოგადოების მიერ დაწესებული არარეალისტური სილამაზის სტანდარტების გამო დაეწყო. „როცა იდეალური სხეულის ფოტოების უყურებ, იწყებ შენი თავის დაკვირვებას და კრიტიკას. მე იმ პერიოდში გავიზარდე, როცა ახალგაზრდა ჰოლივუდი ძალიან, ძალიან გამხდარი იყო და ვფიქრობ, ამან ძალიან ცუდი გავლენა იქონია ჩემს კვებით ჩვევებსა და მენტალურ ჯანმრთელობაზე, რომელიც კვებით აშლილობაში გადაიზარდა.”

დემი ლოვატო ასევე მოუწოდებს ახალგაზრდებს, ითხოვონ დახმარება, როცა ეს სჭირდებათ. „მინდა, მათ იცოდნენ, რომ ადამიანებთან საუბარი და მათთვის დახმარების თხოვნა ნორმალურია და მეტიც, ეს ზუსტად ისაა, რაც უნდა გააკეთოთ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Black Tooth

Metal Battle-ის გამარჯვებული თურქული ბენდი Black Tooth გახდა

შემდეგი სტატია

ბიონსემ კენდრიკ ლამართან თანამშრომლობით თავისი ახალი ჰიტის გარემიქსებული ვერსია წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი