ბიონსემ კენდრიკ ლამართან თანამშრომლობით თავისი ახალი ჰიტის გარემიქსებული ვერსია წარადგინა

არტისტებმა პირველად 2016 წელს ითანამშრომლეს.
ფოტო: პარას გრიფინი/BET

ბიონსე და კენდრიკ ლამარი მუსიკალური თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ. ახლახან ბიონსემ თავისი ახალი ალბომის – Renaissance-ის ერთ-ერთი ჰიტის, სახელწოდებით America Has a Problem გარემიქსებული ვერსია წარადგინა. ტრეკის რემიქსს ლამარის ერთწუთიანი ტექსტი ხსნის. რეჩიტატივი რეპერისათვის დამახასიათებელი რითმით გამოირჩევა. 

არტისტებმა პირველად 2016 წლის ცნობილი ალბომის Lemonade-ის ფარგლებში ითანამშრომლეს. ლამარის პარტია გაჟღერდა ბიონსეს სიმღერაში – Freedom. ამავე წელს  BET Awards-ზე Freedom საუკეთესო შესრულების ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა. წარსულში კენდრიკ ლამარი და ბიონსე ერთად სცენაზეც გამოჩნდნენ. ნიუ ჯერსიში მდებარე Metlife Stadium-ზე მიმდინარე კონცერტისას, არტისტებმა ერთად სწორედ Freedom შეასრულეს.

2017 წელს Rolling Stone-ში გამოქვეყნებულ  ვრცელ ინტერვიუში კენდრიკ ლამარმა ბიონსესთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. „ის პერფექციონისტია“ – აღნიშნა რეპერმა ბიონსეს დახასიათებისას. 

მოუსმინეთ სიმღერის America Has a Problem გარემიქსებულ ვერსიას:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დემი ლოვატო კვებით აშლილობაზე ჰოლივუდის უარყოფითი გავლენის შესახებ საუბრობს 

შემდეგი სტატია

Ბიონსემ და Jay-Z-მ ახალი რეზიდენცია რეკორდულ ფასად – 200 მილიონ დოლარად შეიძინეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი