Feel Me – მოუსმინეთ LOUDspeakers-ის ახალ სიმღერას

ჯგუფი ამჟამად კიდევ რამდენიმე კომპოზიციაზე მუშაობს, რომელთაც უახლოეს მომავალში სინგლების სახით გამოსცემს.

LOUDspeakers-მა მსმენელს ახალი სიმღერა წარუდგინა. Feel Me სინგლის სახით გამოიცა და ავტორების თქმით, ის ადამიანებისა და მათი ემოციების შეგრძნებებზეა. 

ლევან ლაუდაძე – LOUDspeakers-ის ვოკალისტი:

„ჩვენდა სამწუხაროდ, დრო ძალიან სწრაფად მიქრის. ამიტომ, ტყუილად არ უნდა დავკარგოთ ის და უნდა შევიგრძნოთ ერთმანეთი და ის მნიშვნელოვანი ემოციები, რაც ადამიანებად გვაქცევს. ძირითადი იდეა, რა თქმა უნდა, სიყვარულია. სიყვარულს ხომ ახლავს თავისი რთული პერიოდებიც, რომელთაც გადალახვა სჭირდება იმ ადამიანთან ერთად, ვისთანაც ამ სიყვარულს აშენებ. აი, ამ ემოციებზეა, ამ ემოციების თავმოყრაზე, ასე ვთქვათ – ურთიერთობაში ერთმანეთის შეგრძნებაზე და რთული პერიოდების გადატანაზე, რომელიც რეალურად აძლიერებს ამ სიყვარულს.”

ჯგუფი ამჟამად კიდევ რამდენიმე ახალ სიმღერაზე მუშაობს, რომელთაც უახლოეს მომავალში ასევე სინგლების სახით გამოსცემს. 

Რაც შეეხება საკონცერტო გეგმებს, 2 ივნისს LOUDspeakers თბილისში თსუ-ს სტუდენტებისთვის დაუკრავს. 7 ივლისს კი ჯგუფი მსმენელის წინაშე ბათუმის Mono Hall-ში სოლო კონცერტით წარდგება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Will Kolak

Newcomers 2023-ის გამარჯვებული ჯგუფი Will Kolak  – Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე წარდგება

შემდეგი სტატია

ჯონი დეპის ტრავმის გამო Hollywood Vampires-მა დაგეგმილი კონცერტები გადადო

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი