Newcomers 2023-ის გამარჯვებული ჯგუფი Will Kolak  – Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე წარდგება

Newcomers 2023-ის გამარჯვებული ჯგუფი Will Kolak – Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენას დაიკავებს. Zinger Stage-ზე კი სამი ბენდი: Stuttter, Lucaroi და Anuka in Anmanland წარდგება.
Will Kolak
Will Kolak

28 მაისს, Elektrowerk-ში Tbilisi Newcomers 2023-ის ფინალური ლაივ შოუ გაიმართა.

Newcomers 2023-ის დასკვნითი ეტაპზე რვა ბენდი და ერთი მომღერალი წარდგა. ესენი არიან: დათო ჯიქიძე,  ვია 19, Stuttter, SALLO, Lucaroi, Skyress, Will Kolak,  Anuka in Anmanland და Cinema Cinema. ფინალურ ეტაპზე გარკვეული მიზეზების გამო მეტალ ჯგუფი Enforcement ვერ გამოვიდა.

Stuttter
Stuttter

Newcomers 2023-ის გამარჯვებული ჯგუფი Will Kolak – Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენას დაიკავებს. Zinger Stage-ზე  კი სამი ბენდი: Stuttter, Lucaroi და Anuka in Anmanland წარდგება.

Anuka in Anmanland
Anuka in Anmanland

ღონისძიებაზე Newcomers-ის ჟიურის წევრების, სანდრო სულაქველიძის (სულიკა), აჩიკო გულედანის, ვახო ბაბუნაშვილის, ბექა ჯაფარიძის და დათო ცინცაძის გადაწყვეტილებით Zinger Stage-ზე  ორი ბენდის ნაცვლად სამი გამარჯვებული დასახელდა.

Lucaroi
Lucaroi

„ეს არის New Comers 2023. დღეს უნდა დაეკრა 10 საუკეთესო New Comers, რომლებიც ავარჩიეთ, მაგრამ ერთი დღეს ავადმყოფობის გამო ვერ იქნება, ამიტომ ცხრა ბენდს მოვუსმენთ. წელს ვარჩევთ ერთ New Comers რომელიც დაუკრავს Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე და პლუს ორ New Comers, რომელიც Zinger Stage-ზე დაუკრავს. მგონია რომ New Comers- ძალიან კარგი საშუალებაა არტისტისთვის, იმისათვის, რომ გააცნონ თავისი თავი უფრო დიდ აუდიტორიას, ჰქონდეთ შანსი რომ მოხვდნენ Open Air-ის მთავარ სცენაზე, იმიტომ რომ იქ ათობით ათასი ადამიანი უსმენს უკვე მათ მუსიკას. ყოველ წელს საკმაოდ საინტერესო განაცხადები შემოდის და წელს კლასის მხრივ დაკვრის, შესრულების, პერფორმანსის მხრივ ძალიან მაღლა არის აწეული თამასა. გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად ვეცადეთ ყველა ჟანრი მოგვეცვა, ძალიან განსხვავებული და ეკლექტური კონცერტი იქნება და ასარჩევად ძალიან საინტერესო.“ – სულიკა – Tbilisi Open Air-ის ტექნიკური მენეჯერი და New Comers-ის ჟიურის წევრი. 

ვია 19
ვია 19

„პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო AlterVision ჯგუფის თითოეულ წევრს, ეს ყველაფერი გამოჩენისთანავე მუსიკოსებისთვის ძალიან დიდი მოტივაციის მომცემი გახდა და თანამედროვე მუსიკის განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ ლოკომოტივად იქცა. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია მათთან მუშაობა. რაც შეეხება დანარჩენ ბენდებს მინდა რომ ყველას წარმატება ვუსურვო, იმიტომ რომ წლევანდელი წელი დამუხტული იყო ბევრი ენერგიით და კარგი ვაიბით. დიდი მადლობა ყველას ძალიან გამიხარდა თქვენთან სცენის გაზიარება.“ – Will Kolak-ის ვოკალისტი, თორნიკე ცორიკიშვილი.

დათო ჯიქიძე
დათო ჯიქიძე

Newcomers 2023-ზე ბენდი Stuttter – TOA 2023-ის პირველ დღეს მსმენელის წინაშე  Zinger Stage-ზე წარდგება.

SALLO
SALLO

„პირველად გამოვდივართ ასეთ მასშტაბურ კონცერტზე, აქამდე უფრო ანდერგრაუნდ სივრცეებში ვუკრავდით. ვცდილობთ ყოველთვის კარგ ადგილებში დავუკრათ, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში არ არის ამდენი გასაქანი.“ – Stutter-ის გიტარისტი, დაჩი მდივნიშვილი.

Skyress
Skyress

„ჩვენი ბენდი ორი წელია რაც არსებობს და მაგარი ორი წელი იყო. ბენდის გაქაჩვა რთულია საქართველოში, მაგრამ  New Comers იმის საშუალებას გვაძლევს რომ გავქაჩოთ. ყველანაირად გვეხმარებიან და ეს მახარებს“. – Stutter-ის დრამერი და ვოკალისტი, ანდრია ბერიშვილი.

Cinema Cinema
Cinema Cinema

„ჩვენ ვართ Cinema Cinema, შევიქმენით 2023 წლის იანვარში. ჩვენი სიმღერები ინდი როკსა და ინდი პოპს შორის ნაზავს მოიცავს. სიმღერებს ისეთ თემებზე ვწერთ ძირითადად, რაც თინეიჯერულ ასაკში ადამიანს შეიძლება აწუხებდეს ან უხაროდეს.  გვინდა, რომ საცეკვაო და კარგი სიმღერები გამოვიდეს. New Comers-ის გამარჯვებულები  არიან Bedford Falls, Killages, LUA, 4D Monster Lobsters და ყველა ძალიან პატივსაცემი ბენდია. შესაბამისად დიდი შესაძლებლობაა New Comers- არტისტისთვის.“ – Cinema Cinema-ს გიტარისტი, პროდიუსერი და სიმღერების ავტორი, ანდრია ხვიჩია.

Will Kolak
Will Kolak
Stuttter
Stuttter
Lucaroi
Lucaroi
Anuka in Anmanland
Anuka in Anmanland

„მე ვარ ანამარია, მაქვს ცალკე პროექტი Anmanland  ჩემი სხვადასხვა მულტიმედია არტის სფეროში და მქონდა მუსიკალური კოლაბორაცია Sadboi in Anmanland.  რამდენიმე სიმღერა გვაქვს გაკეთებული ერთად და ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც ბენდისთვის გადავაკეთეთ დღეს შესრულდა. ასევე მუსიკოს Anuka-ს სიმღერებიც არის და რახან გავერთიანდით დავირქვით Anuka in Anmanland.  NewComers რაც შეეხება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ პატარა მუსიკალურ ინდუსტრიაში, როგორიც საქართველოშია. ყველა არტისტს აქვს შესაძლებლობა შეიტანოს განაცხადი და წარადგინოს თავი და არ გჭირდება დიდი ჯგუფი ან პიარი რაც კარგია. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე კარგ სცენაზე საშუალება გეძლევა დიდი აუდიტორიის წინაშე  წარდგე.“ – ანამარია ბურდული Anmanland.

აჩიკო გულედანიხ
აჩიკო გულედანი


გამარჯვებული ბენდები:  Will Kolak, Stuttter, Anuka in Anmanland და Lucaroi Tbilisi Open Air-ის მთავარ და Zinger სცენაზე გამოვლენ, რომელიც Lisi Wonderlend-ში 23-25 ივნისს გაიმართება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

6 გამორჩეული ცოცხალი შესრულება ტინა ტერნერის მუსიკალური შემოქმედებიდან

შემდეგი სტატია

Feel Me – მოუსმინეთ LOUDspeakers-ის ახალ სიმღერას

შეიძლება დაგაინტერესოთ

ისტორიული კონცერტის – Live Aid-ის 12 მუსიკალური ნომერი, რომლებიც მეტ ყურადღებას იმსახურებს

ორ მთავარ სცენაზე სულ 57 არტისტი იყო წარმოდგენილი და ეს რიცხვი არ მოიცავს ევროპაში, ავსტრალიაში, იაპონიასა და საბჭოთა კავშირში გამართულ პარალელურ კონცერტებს, რომლებიც ასევე Live Aid-ის გლობალური ტელემარათონის ნაწილი იყო.
მეტი

Backstreet Boys-ის კონცერტების სერია –  Into the Millennium ლას ვეგასში, Sphere-ის სცენაზე

კონცერტზე სიმღერები 1999 წლის ალბომ Millennium-იდან შესრულდა, თუმცა არა იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს 90-იანი წლების თინეიჯერებს ახსოვდათ.
მეტი

ტრევის სკოტმა ახალი ალბომის – Jackboys 2-ის გამოსვლის თარიღი დაასახელა

ტრევის სკოტის მუსიკალურ კარიერაში Jackboys 2-ის ეპოქა ოფიციალურად მიმდინარე კვირას დაიწყო, როცა რეპერმა 8 ივლისს გაავრცელა სინგლი – 2000 Excursion.
მეტი
უიტნი ჰიუსტონი Marc Bryan-Brown, Courtesy of The Estate of Whitney E. Houstonm

უიტნი ჰიუსტონის სახელობის Legacy of Love –  გალაზე ჯენიფერ ჰადსონი მთავარ შემსრულებელად წარდგება

ყოველწლიური, რიგით მეოთხე ღონისძიება წელს ატლანტაში 9 აგვისტოს გაიმართება. თარიღი უიტნის დაბადების დღეს ემთხვევა, - ლეგენდარულ მომღერლს 62 წელი შეუსრულდებოდა.
მეტი

ბენი ბლანკოს თქმით, მისი და სელენა გომესის ქორწილი მშვიდი და ნაკლებად ხმაურიანი იქნება

„უბრალოდ მინდა, საწოლში ვიწვე, დავივიწყო კვირის რომელი დღეა და რაღაცებს ვუყურო. ჩვეულებრივ, ასე არ ვიქცევი, მაგრამ სელენასთან ერთად მთელი დღის ასე გატარება მიხარია,” – ამბობს ბენი ბლანკო.
მეტი

დოლი პარტონის თქმით, ქმრის გარდაცვალების შემდეგ სიმღერების წერა დროებით შეწყვიტა

„ამ ეტაპზე არ შემიძლია, რადგან ძალიან ბევრი სხვა რაღაც მაქვს გასაკეთებელი და ახლა ასეთ ემოციებში გადაშვება უბრალოდ ფუფუნებაა, რომლის უფლებასაც თავს ვერ მივცემ,” – თქვა პარტონმა.
მეტი