Green Day-მ დონალდ ტრამპის ციხის ფოტოთი მერჩენდაიზი გამოუშვა

მიღებული შემოსავალი საქველმოქმედო ფონდში, სახელწოდებით Greater Good Music გადაირიცხება. ფონდი ამჟამად ჰავაის ხანძრისგან დაზარალებულ ადამიანებს საკვებით ეხმარება.
ფოტო: ჯონათან ვინერი


ჯგუფმა Green Day-მ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფოტო მერჩენდაიზისთვის გამოიყენა.  ტრამპის ეს ფოტო ციხეში გადაღებული პორტრეტი, ე.წ. „Მაგშოთია“, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი) თავად განათავსა. 

24 აგვისტოს პრეზიდენტი ატლანტაში დააკავეს. დაკავების მიზეზი 2020 წლის არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მცდელობებია. ტრამპმა განყოფილებაში სულ 20 წუთი გაატარა, რის შემდეგაც 200 ათასი დოლარის გირაოთი გაათავისუფლეს. დაკავების პროცედურა სპეციალური ფოტო პორტრეტის, ე.წ „მაგშოთის„ გადაღებას გულისხმობს. დონალდ ტრამპმა ინტერნეტში  სწორედ ეს გამოსახულება გაავრცელა.

Green Day-მ ეს ფოტო სპეციალურ მერჩენდაიზზე დაიტანა. 25 აგვისტოს ბენდმა ინსტაგრამზე შავი მაისურის ფოტო გამოაქვეყნა. მაისურზე ბენდის ალბომის –  Nimrod-ის ალტერნატიული ყდაა გამოსახული. ალბომის  ყდის დიზაინში ბენდის ფოტო ტრამპის „მაგშოთით“ არის შეცვლილი. 

მერჩენდაიზის კოლექციის შეძენა მსურველებს  გამოსვლიდან 72 საათის განმავლობაში შეუძლიათ. თითოეული მაისურის ფასი 35 დოლარია. მიღებული შემოსავალი საქველმოქმედო ფონდში, სახელწოდებით Greater Good Music გადაირიცხება. ფონდი ამჟამად ჰავაის ხანძრისგან დაზარალებულ ადამიანებს საკვებით ეხმარება. 

Nimrod ჯგუფმა Green Day-მ 1997 წელს გამოსცა. ნამუშევარი Billboard 200-ის ჩარტებში მე-10 ადგილს იკავებდა.

ნახეთ Green Day-ის პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

AQUA - ფოტო: გურმუნდ ტაი

AQUA  Barbie-ს მსოფლიო ტურნეს აანონსებს

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალი მეხუთე დღეს ჟულიენ კანტენის ორ კონცერტს უმასპინძლებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Women in Music 2026 წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება

ღონისძიება იწვევს იტალიური მუსიკის წამყვან ქალებს და წარმოაჩენს მათ ნიჭს, ისტორიებსა და გამოცდილებას როგორც სცენაზე, ასევე კულისებს მიღმა.
მეტი

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი