AQUA  Barbie-ს მსოფლიო ტურნეს აანონსებს

AQUA - ფოტო: გურმუნდ ტაი
AQUA – ფოტო: გურმუნდ ტაი


ცნობილმა დანიურმა პოპ ჯგუფმა Barbie-ს მსოფლიო ტურნეს თარიღები დააანონსა. მათი ტურნე სიეტლში 12 ნოემბერს დაიწყება და 20 დეკემბერს ლოს-ანჯელესში დასრულდება.

„ჩვენ ამისთვის 27 წელია ვემზადებით, ამ ზაფხულს ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში სრულად გაყიდული კონცერტის ბილეთებით ოცნება ავიხდინეთ, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ტურნეს გულისხმობს. ერთი სული გვაქვს როდის შევხვდებით ჩვენს მსმენელს პირისპირ.” – ნათქვამია ტრიოს განცხადებაში.

ტურნე მას შემდეგ დაიგეგმა რაც AQUA-ს 1997 წლის ჰიტმა Barbie Girl ფილმ Barbie-ის გამოსვლის შემდეგ პოპულარობა თავიდან მოიპოვა. 

ტურნეს ბილეთების შეძენა 30 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.

ნახეთ AQUA-ს განცხადება  და  Barbie World Tour-ის თარიღები დეტალურად:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Whitesnake-ის  გიტარისტი  ბერნი მარსდენი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Green Day-მ დონალდ ტრამპის ციხის ფოტოთი მერჩენდაიზი გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი