წინანდლის ფესტივალი მეხუთე დღეს ჟულიენ კანტენის ორ კონცერტს უმასპინძლებს

პიანისტი მევიოლინე აუგუსტინ ჰადელიხთან და ალტისტ ამიჰაი გროშთან ერთად დაუკრავს.


წინანდლის ფესტივალი 4 სექტემბერს ცნობილი ფრანგი პიანისტის ჟულიენ კანტენის კონცერტებს უმასპინძლებს. კანტენი ორივე კონცერტს ფესტივალის წინა  დღის გამომსვლელებთან ერთად დაუკრავს. პირველ კონცერტზე ალტისტ ამიჰაი გროშთან ერთად შესრულდება შუბერტისა და შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები. ხოლო საღამოს უკვე მევიოლინე აუგუსტინ ჰადელიხთან ერთად მსმენელი ბეთჰოვენის, ბახის, პერკინსონის, იზაისა და პროკოფიევის ნაწარმოებებს მოისმენს.

ჟულიენ კანტენი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია, როგორც მრავალმხრივი და ემოციური მუსიკოსი. მისი ბგერის სიღრმისა და მაღალი ხარისხის ტექნიკის გამო, იგი ერთნაირად წარმატებულია როგორც სოლისტის, ასევე კამერული მუსიკოსის ამპლუაში.

კანტენის საკონცერტო ისტორია ისეთ სცენებს ითვლის, როგორებიცაა პარიზის კორტოს სახელობის დარბაზი, ჟენევის კონსერვატორია და ნიუ-იორკის Bargemusic. როგორც სოლისტი, ის თანამშრომლობდა ვროცლავის, კატარისა და კორდობის ფილარმონიულ ორკესტრებთან ისეთი დირიჟორების ხელმძღვანელობით, როგორებიც არიან ტომაზო პლაჩიდი, პოლ ბისი და ჰან-ნა ჩანგი. კანტენი რეგულარული სტუმარია ვერბიეს, ლუცერნის, გშტადის, მონტრეს, დრეზდენისა და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალებზე. მისი კონცერტები პირდაპირი ეთერით გადაიცემა კანადაში, აშშ-ში, იაპონიასა და ევროპის ქვეყნებში.

რაც შეეხება კამერულ შემოქმედებას, ჟულიენ კანტენი თანამშრომლობს ისეთ ხელოვანებთან, როგორებიცაა ნიკოლას ალტშტედტი, ლიზა ბათიაშვილი, დევიდ გარეტი, ნელსონ გიორნერი, გარი ჰოფმანი და სხვები. საერთაშორისო გასტროლებზე კი იგი მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან ერთად უკრავს ისეთ დარბაზებში, როგორებიცაა ამსტერდამის კონცერტგებაუ, პარიზის ლუვრი, ბერლინის ფილარმონია, კარნეგი-ჰოლი და სხვა.

ჟულიენ კანტენს გამოცემული აქვს ალბომები EMI-ს, Channel Classics-ის, Sony RCA-ის, Hungaroton-ისა და Decca-ს ხმისჩამწერი ლეიბლების ქვეშ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Green Day-მ დონალდ ტრამპის ციხის ფოტოთი მერჩენდაიზი გამოუშვა

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი სელენა გომესის ახალ მუსიკალურ ვიდეოს გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი