კორტნი კარდაშიანი ტურნეში დაბრუნებულ მეუღლეს სტატუსს უძღვნის: “ჩემი ქმარი მენატრება” 

ტრევის ბარკერმა ბენდის მსოფლიო ტურნე შეაჩერა მას შემდეგ, რაც კარდაშიანს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.
ტრევის ბარკერი და კორტნი კარდაშიანი 2022 წლის Met Gala-ზე
Dimitrios Kambouris/Getty Images for The Met Museum/Vogue

ფეხმძიმობის მოულოდნელი გართულების შემდეგ კორტნი კარდაშიანს, როგორც ჩანს, მეუღლესთან სულ უფრო მეტი დროის გატარება სურს. ინსტაგრამის პოსტში კარდაშიანმა ტრევის ბარკერის ვიდეო გააზიარა და დაწერა: „ჩემი ქმარი მენატრება.” Blink-182-ის დრამერმა კი პოსტი თავის ინსტაგრამზე გადააზიარა ტექსტით: „ჩემი ცოლი მენატრება.”

ამჟამად Blink-182  მსოფლიო ტურნეში იმყოფება. თუმცა ევროპაში ყოფნის დროს ბენდმა ტურნე დროებით შეაჩერა, რადგან ბარკერს „გადაუდებელი საოჯახო საკითხის” გამო სახლში დაბრუნება მოუწია. ერთი კვირის შემდეგ კორტნი კარდაშიანმა დეტალები ინსტაგრამზე გააზიარა, სადაც წერდა, რომ მისი და ბარკერის მუცლადმყოფი შვილის გადასარჩენად სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. 

„სამუდამოდ მადლიერი ვარ ჩემი მეუღლის, რომელმაც სასწრაფოდ დატოვა ტურნე, რომ ჩემ გვერდით ყოფილიყო საავადმყოფოში და ოპერაციის შემდეგაც ჩემზე ეზრუნა,” – წერდა კარდაშიანი. „როგორც ადამიანი, რომელსაც წარსულში სამი ძალიან მარტივი ფეხმძიმობა ჰქონდა, არ ვიყავი მზად ასეთი შიშისთვის. არ მგონია, რომ ვინმემ, ვინც მსგავს სიტუაციაში არ ყოფილა, შეძლოს ამ გრძნობის გაგება. ახლა უკვე სრულიად სხვა წარმოდგენა და პატივისცემა მაქვს იმ დედების მიმართ, ვისაც თავიანთი შვილებისთვის ფეხმძიმობის დროს მოუწიათ ბრძოლა.”

Blink-182-ის ტურნე ევროპაში გრძელდება. ჯგუფი კონცერტებს გერმანიაში, ნორვეგიაში, იტალიაში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში გამართავს. ოქტომბერში კი აშშ-ში დაბრუნდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„Billboard საქართველოს“ ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

Diddy-მ ახალი ალბომი გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი