17 დეკემბერს ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება

„რესპუბლიკის” სცენაზე ასევე წარდგებიან ჯგუფი „ინსაითი”, პაპუნა შარიქაძე და ხონძი.

17 დეკემბერს „რესპუბლიკაში” ნინო ქათამაძისა და ჯგუფი „ინსაითის” კონცერტი გაიმართება. კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ პაპუნა შარიქაძე და ხონძი. მუსიკოსები ამავე შემადგენლობით შემოდგომაზე ამერიკის ტურნეში იმყოფებოდნენ, სადაც კონცერტები აშშ-ისა და კანადის 5 ქალაქში გამართეს. 17 დეკემბერს კი უკვე  ქართველი მსმენელის წინაშე წარდგებიან და ყველასთვის ნაცნობ და ახალ კომპოზიციებს შეასრულებენ. კონცერტზე ასევე დაუკრავენ სიმებიანი კვარტეტი და დიჯეი ვაქსი. შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნინი აირისი The Voice-ის კონკურსს გამოეთიშა

შემდეგი სტატია

გვანცა დარასელიას რჩეული მუსიკა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი

Lizzo-მ ახალი ალბომი, სახელწოდებით BITCH დააანონსა

არტისტის განმარტებით, მისი მიზანია, ალბომის სახელწოდებად გამოყენებული ტერმინი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის სიმბოლოდ აქციოს.
მეტი