Will Kolak-ის სადებიუტო ალბომი – All my friends and enemies are fine

„ალბომის, საუნდის და ჩვენი ბენდის ინსპირაცია გაი რიჩის ფილმები, 90-იანი წლების „სლეშერები“ და თბილისის გარეუბნების დაუვარცხნელი, ხისტი ესთეტიკაა.“
Will Kolak - ფოტო: ბექა ბეგიაშვილი
Will Kolak – ფოტო: ბექა ბეგიაშვილი

2023 წელს ჩამოყალიბებული როკ ჯგუფი Will Kolak ამავე წელს Newcomers 2023-ის გამარჯვებული  გახდა და აუდიტორიის წინაშე, Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე წარდგა.

Will Kolak-მა ალბომზე მუშაობა წლის დასაწყისში დაიწყო და სინგლების სახით რამდენიმე სიმღერა უკვე გამოუშვა. ალბომში ათი სიმღერა შევა და სრულად 22 დეკემბერს გამოქვეყნდება.

Will Kolak – ფოტო: ბექა ბეგიაშვილი

Will Kolak-ის ვოკალისტი, თორნიკე ცორიკიშვილი: 

„Will Kolak – ვართ გარაჟ როკ ტრიო თბილისიდან, ჩამოვყალიბდით 2023 წლის დასაწყისში და დავიწყეთ ალბომის წერა აუჩქარებლად, სინგლებად. 

ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმაზე რომ ალბომს ბევრი მუშაობა არ დასტყობოდა.

ალბომში ათი სიმღერა  შევა, ამ სიმღერების ნახევარი სინგლების სახით უკვე გამოვეცით, 22 დეკემბერს კი ალბომი მთლიანად დაიდება. 

ყველა ტრეკს თავისი ქავერ არტი აქვს – ასევე ვიდეო ხაზებიც. კლიპს მაინცდამაინც არ ვარქმევთ, უფრო home video-ს ხასიათი გვინდოდა დაგვეჭირა. 

ალბომის, საუნდის და ჩვენი ბენდის ინსპირაცია გაი რიჩის ფილმები, 90-იანი წლების „სლეშერები“ და თბილისის გარეუბნების დაუვარცხნელი, ხისტი ესთეტიკაა. ამ გავლენით დავწერეთ ლირიკაც, ცოტა აბსურდი, ცოტა ტოქსიკური ყოველდღიურობა და ბევრი ძილისპირული ფიქრები. 

ქუჩაში, ყურსასმენებში, ჩვენი მოსმენისას გვინდა, რომ თავი გაი რიჩის ფილმში იგრძნოთ, ან „ცისფერ მთებში, ანუ ტიანშანში.“

მოისმინეთ Will Kolak-ის  რამდენიმე სინგლი ალბომიდან All my friends and enemies are fine:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Route 94 – ელექტრონული მუსიკის მსოფლიო სცენის ვარსკვლავი Billboard Stage-ზე

შემდეგი სტატია

კით რიჩარდსი მეუღლეს ქორწინების იუბილეს ულოცავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot

RECORD STORE DAY 2026-ის ბესტსელერები: ტეილორ სვიფტი, Pink Floyd, ბრუნო მარსი და სხვა შემსრულებლები

Record Store Day 2026-ისთვის 350-ზე მეტი სახეობის ჩანაწერი გამოიცა, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ დამოუკიდებელ მუსიკალურ მაღაზიებში იყიდებოდა.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი