ბილი აილიშმა და ფინეასმა ოქროს გლობუსი მოიგეს

„ამ სიმღერის დაწერამ, ასე ვთქვათ, გადამარჩინა,” – აღნიშნა აილიშმა.
ბილი აილიში და ფინეასი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე
Rich Polk/Golden Globes 2024

ბილი აილიშმა და მისმა ძმამ ფინეასმა ოქროს გლობუსი მოიგეს ნომინაციაში საუკეთესო საავტორო სიმღერა ფილმისთვის Barbie. სიმღერამ What Was I Made For? ისეთი მეტოქეები დაამარცხა, როგორებიც არიან ბრიუს სპრინგსტინი, დუა ლიპა და სხვები.

ჯილდოს მისაღებად და-ძმა სცენაზე ერთად ავიდა. „ამ მომენტში ამას ნამდვილად არ ველოდი. მადლობა  ჩემს ძმას, ფინეასს. შენ ხარ მიზეზი იმისა, თუ ვინ ვარ მე დღეს,” – მიმართა ძმას მომღერალმა, რის შემდეგაც მადლობა ფილმის შემოქმედებით ჯგუფს გადაუხადა. 

ბილი აილიშმა სიმღერის შექმნის პირად ნაწილზეც ისაუბრა: „ზუსტად ერთი წლის წინ იყო, როცა ფილმი გვაჩვენეს. მე ამ დროს ძალიან დეპრესიული პერიოდი მქონდა. ამ სიმღერის დაწერამ კი, ასე ვთქვათ, გადამარჩინა. ერთი წლის შემდეგ კი აქ ვდგავართ. ეს მართლაც სიურრეალისტურია. საოცრად იღბლიანი და მადლიერი ვარ.”

What Was I Made For?, რომელიც აგვისტოში Billboard Hot 100-ის მე-14 ადგილზე მოხვდა, ოქროს გლობუსზე წარდგენილი იყო ასევე Barbie-ს ორ კომპოზიციასთან ერთად: დუა ლიპას Dance the Night და მარკ რონსონის და ენდრიუ უაიატის I’m Just Ken, რომელსაც რაიან გოსლინგი ასრულებს. ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყვნენ ბრიუს სპრინგსტინი, ჯეკ ბლეკი და ლენი კრავიცი.

ნახეთ ბილი აილიშის მადლობის სიტყვა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

საშობაო სიმღერის – ალილოს ტრადიციები საქართველოში

შემდეგი სტატია

ნახეთ ოქროს გლობუსის გამარჯვებულები 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი