Prince-ის Purple Rain-ის მიხედვით სპექტაკლი დაიდგმება

წარმოდგენაში Prince-ის ოსკაროსანი სიმღერა – Purple Rain გაჟღერდება.
ფოტო: პოლ ნატკინი

დაახლოებით 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფილმი Purple Rain გამოვიდა და Prince-მა სურათის საუნდტრეკების ალბომი გამოსცა. ახლა კი ამ მუსიკალური ისტორიის მიხედვით სასცენო ადაპტაცია დაიდგმება. როგორც The Hollywood Reporter იუწყება, ამჟამად პროექტი განვითარების ეტაპზეა. წარმოდგენაში Prince-ის ოსკაროსანი სიმღერა – Purple Rain გაჟღერდება. სპექტაკლი „პულიცერის პრემიის” ფინალისტი ავტორის, ბრენდენ ჯეიკობს-ჯენკინსის წიგნის მიხედვით დაიდგმება, რომელიც თავის მხრივ Purple Rain-ის ორიგინალურ სცენარზე იქნება დაფუძნებული. 

Purple Rain-ის კინოვერსიის პრემიერა 1984 წელს შედგა. ფილმში თავად Prince მონაწილეობს, რომელიც როკ მუსიკოსის როლს ასრულებს. ფილმის გლობალური კინოგაქირავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 70 მილიონი დოლარი შეადგინა. 1985 წელს კი Purple Rain-ს საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკისათვის ოსკარი გადაეცა. 

ფილმის თემატური სიმღერა, რომელიც ამავე სათაურით გამოიცა, მუსიკალურ ბლოკბასტერად იქცა. კომპოზიცია Billboard-ის ჩარტებში მრავალი კვირის განმავლობაში ლიდერობდა. 

„ჩვენ გვსურს Prince-ს და Purple Rain-ის მემკვიდრეობას ამ სპექტაკლით კიდევ უფრო მეტი და შესაფერისი პატივი მივაგოთ” – აღნიშნეს The NorthStar Group-ის თავმჯდომარემ, ელ ლონდელ მაკმილანმა და Primary Wave Music-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ლარი მესტელმა. „მადლიერი ვართ Broadway-დან ჩვენი პარტნიორების, რომლებმაც ამ ისტორიას თეატრალური სახე შესძინეს. მოუთმენლად ველით მომენტს, როცა ახალი თაობა მას აღმოაჩენს, ალბომის მოყვარულები კი, კიდევ ერთხელ გამოცდიან მის [Purple Rain-ის] ძალას.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

21 Savage კადრი ფილმიდან American dream: the 21 Savage story

21 Savage მესამე სოლო ალბომს American Dream-ს აანონსებს

შემდეგი სტატია

ემილი რობერტსი, ლიზი მალენდი, ჯორჯია დევისი, აბიგაილ მორისი და აურორა ნისშევი The Last Dinner Party-ის გადაღებები, ლონდონი, 2023 წლის 30 აგვისტო. ფოტო: ნიკოლ ნოდლენდი

BBC Sound 2024 წლის გამოკითხვაში ჯგუფმა The Last Dinner Party-იმ  გაიმარჯვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

შოუში – Hot Ones პენელოპე კრუსმა Bad Bunny-სთან ერთად სცენაზე ასვლასა და U2-ს სოლისტისგან დაბადების დღეზე მიღებულ უჩვეულო საჩუქარზე ისაუბრა

„უკვე ხუთჯერ ვიყავი მის კონცერტზე. მაგრამ პირველად, პუერტო-რიკოში, ბენიტო მოვიდა ჩემთან და მთხოვა, სცენაზე გავყოლოდი სიმღერის წარსადგენად,” – გაიხსენა მსახიობმა.
მეტი

ლიამ გალაგერი მექსიკა-ინგლისის თამაშის წინასწარ პროგნოზს აკეთებს

„კვირას ვნახავთ, რა მოხდება, მეგობარო,” - პასუხობს ბრიტანელ მუსიკოსს მექსიკელი როკერი და Maná-ს სოლისტი ფერ ოლვერა.
მეტი

Madonna ახალი ალბომით, Confessions II-ით ბრუნდება

2005 წლის ალბომის, Confessions on a Dance Floor-ის გაგრძელება - Confessions II, რომელიც მოიცავს კოლაბორაციებს საბრინა კარპენტერთან, Feid-თან, პოპლეგენდის ქალიშვილ ლოლა ლეონთან და სხვა არტისტებთან
მეტი