ქართული სერიალი „ბოლო სეზონი“ და მისი საუნდტრეკი

„ხმის დიზაინი კინოში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ვიზუალი. ხანდახან ბევრად უფრო მნიშვნელოვანიც. ხმის დიზაინს შეუძლია ერთი და იგივე სცენა ემოციურად რადიკალურად შეცვალოს მაყურებლისთვის.“
„ბოლო სეზონი“
„ბოლო სეზონი“

2023 წლის 5 ნოემბერს პირველი ქართული სპორტულ-დრამატული სერიალის „ბოლო სეზონი“ პრემიერა შედგა. რამდენიმე დღის წინ კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაყურებელი 2024 წელს სერიალის მეორე სეზონსაც იხილავს. 

სერიალი  საფეხბურთო კლუბ „მიმინო 1919“-ის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბოლო სეზონს ატარებს. 

იდეის ავტორი „კრისტალბეთ ეროვნული ლიგაა“  ფროდაქშენზე Film Asylum-მა იმუშავა, ფილმის აუდიო პოსტ ფროდაქშენზე და მუსიკალურ ნაწილზე კი Heima Production-მა იზრუნა. 

როდესაც ვიზუალი და მუსიკა, კადრი და ხმა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის კინემატოგრაფიული წრე იკვრება, რომელიც ფილმის გამოსახულებასთან ერთად ემოციის, სიღრმის და ფერების სინთეზს ქმნის.

მუსიკა უხილავი ძალაა, რომელიც ფილმში თუ სერიალში ემოციურ შეგრძნებებს ამძაფრებს. ხშირ შემთხვევაში მაყურებელს ეპიზოდები სწორედ კარგად გათვლილი, ნაფიქრი  მუსიკალური კომპოზიციებით ამახსოვრდება, რომელიც ხაზს უსვამს საკვანძო მომენტებს და  სცენებს დრამატულობას სძენს.

ბეთხოს მუსიკალური ბექგრაუნდი საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს მოიცავს: ემბიენთ არტისტი, პროდიუსერი, საუნდ დიზაინერი და Heima Production-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი სერიალ „ბოლო სეზონის“ საუნდტრეკის შექმნის ისტორიას გვიყვება. სერიალის კომპოზიტორები ბეთხო, მებო ნუციბიძე და ლევან სიდიანი-ფილფანი არიან:

ბეთხო:

“ნებისმიერ ნაწარმოებში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. ფილმში უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, თუ  როგორ მოგვითხრობს ამბავს რეჟისორი და როგორ გადმოსცემენ მის ჩანაფიქრს მსახიობები. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი და სპორტი ჩემი სფერო არაა, ამ სერიალში ბევრი რამეა ისეთი, რაც ჩემთან რეზონირებს. გასაკვირი არ არის ალბათ, რომ ჩემზეც ძალიან იმოქმედა სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის ამბავმა და სწორედ ეს ამბავი გახდა ჩემთვის ის მამოძრავებელი ძალა, რამაც სერიალის მთავარი მუსიკალური თემა დამაწერინა. 

ჩემთვის „მაესტრო“ (დავით დვალიშვილი) ძლიერი, ყურადღებიანი და კეთილი ადამიანია, რომელიც ღირსეულად ცხოვრობს და ასევე ღირსეულად სურს კარიერის დასრულება. მთავარი თემაც ასე ჟღერს ჩემთვის და მიხარია, რომ ხალხმა ასე შეიყვარა. მუსიკალური მთავარი თემის გარდა, Heima Production-ში  მებო ნუცუბიძესთან და ლევან სიდიანთან ერთად  კიდევ რამდენიმე კომპოზიცია დავწერეთ, რომელიც  ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე განთავსდა. მათი შექმნის მუხტიც პერსონაჟების ურთიერთობები და მათი ამბები იყო. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ კარგად მოვუსმინოთ პერსონაჟებს, ვცდილობთ გავიაზროთ თუ რას გრძნობენ ისინი და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ მუსიკის წერას.”

სერიალ „ბოლო სეზონში“ ხშირად გვხვდება ეპიზოდები, სადაც სცენას მუსიკა ცალკეულ ვიზუალურ თხრობას მატებს. საუნდტრეკის გარეშე  ემოციური სიღრმის, დაძაბულობის და ატმოსფეროს შექმნა რთულია. 

@betkho @ბოლო სეზონი • The Last Season მთავარი მუსიკალური თემა #ბოლოსეზონი #bolosezoni #მუსიკა #მთავარითემა #ბეთხო #betkho #heimaproduction ♬ original sound – Betkho

ვაკო კირკიტაძე – Film Asylum-ის  დამფუძნებელი და სერიალ „ბოლო სეზონის“ შემქმნელი:

„ბოლო სეზონი“ არის სერიალი ფეხბურთზე, რომელიც „კრისტალბეთი  ეროვნული ლიგის“ და ჩვენი, Film Asylum-ის ერთობლივი პროექტია.  პროექტი მიზნად ისახავს შიდა ჩემპიონატის პოპულარიზაციას. მასზე 2022 წლის ზამთარში დავიწყეთ მუშაობა, გადაღებები ზაფხულში ხდებოდა და ამჟამად პოსტ პროდუქციის ბოლო ეტაპზე ვართ. 

ამ სერიალით ვეცადეთ შეგვექმნა რაღაც განსხვავებული. ისეთი ჟანრის და თხრობის სტილის, რომელიც გამოირჩეოდა თავისი იდენტობით, შესაბამისად სცენარის წერისას გამოვკითხეთ ძალიან ბევრი ფეხბურთელი, მწვრთნელი, მოვიძიეთ საინტერესო ამბები, გმირები და შეიძლება ითქვას, რომ ამ სერიალის დიდი ნაწილი  ნამდვილ ამბებზეა დაფუძნებული.  

(სერიალ „ბოლო სეზონის“ ტრეილერი)

ხმის დიზაინი კინოში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ვიზუალი. ხანდახან ბევრად უფრო მნიშვნელოვანიც. ხმის დიზაინს შეუძლია ერთი და იგივე სცენა ემოციურად რადიკალურად შეცვალოს მაყურებლისთვის. ხმის დიზაინში კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია საუნდტრეკი. ის განსაზღვრავს ფილმის იდენტობას, აძლიერებს თხრობას, ამბავს ემოციურ ძაფს მაყურებელსა და ფილმს შორის, ქმნის დასამახსოვრებელ და თანმიმდევრულ აუდიოვიზუალურ გამოცდილებას, რომელიც რჩება მაყურებელთან ფილმის დასრულების შემდეგაც. 

რაც შეეხება Heima Production-თან თანამშრომლობას, ჩვენ რამდენიმეჯერ ვითანამშრომლეთ ამ ადამიანებთან და საკმაოდ კარგი გამოცდილება გვქონდა. განსაკუთრებით მუსიკის ნაწილში. მათ ზუსტად  ესმით სტილი, ჟანრი და ის ემოცია, რასაც კადრი გამოხატავს და ამას კარგად თარგმნიან მუსიკაში. ზოგადად, როცა ფილმს ვაკეთებთ, რაღაც მუსიკა წარმოგვიდგენია ხოლმე, როგორი უნდა იყოს, რა მომენტში იწყებოდეს და ა.შ. როცა პირველად შევხვდით და ვნახეთ მონტაჟის შავი ვერსია, ვილაპარაკეთ მუსიკის სტილზე, ჟანრზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ის და ზუსტად რამდენიმე დღეში, გამოგვიგზავნეს საუნდტრეკი, რომელიც ზუსტად ის იყო რაც ამ სერიალს სჭირდებოდა.

მოისმინეთ  სერიალ „ბოლო სეზონის“ საუნდტრეკები, რომელიც Heima Production-ში დაიწერა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Red Hot Chili Peppers-ის ფრონტმენი ენტონი კიდისი, 2021 წლის 20 დეკემბერი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: სკოტ დუდელსონი.

Red Hot Chili Peppers-ის ფრონტმენის ენტონი კიდისის მემუარებზე ფილმს გადაიღებენ

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტის სახლში შეჭრის სავარაუდო მცდელობისათვის პოლიციამ მამაკაცი დააკავა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი