ტეილორ სვიფტის სახლში შეჭრის სავარაუდო მცდელობისათვის პოლიციამ მამაკაცი დააკავა

მოწმეების თქმით, მამაკაცი შენობაში შესვლას ცდილობდა, თუმცა ვერ შეძლო.
ფოტო: Gotham/GC Images

ტეილორ სვიფტის  სახლი, რომელიც ნიუ-იორკში, ტრაიბეკას არეალში  მდებარეობს, ქურდობის სამიზნე გახდა. სახლში შეჭრა მამაკაცმა სცადა, რომელიც პოლიციამ დააკავა. 

პოლიციას ქურდობის მცდელობის ფაქტი ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა ჩანაწერებით ცნობილია, რომ მათ მამაკაცი შენობის კარის გაღების მცდელობის შესახებ შეტყობინებისათვის დააპატიმრეს. მოწმეების თქმით, მამაკაცი შენობაში შესვლას ცდილობდა, თუმცა ვერ შეძლო.

ცნობილი არ არის, იმყოფებოდა თუ არა ამ დროს სვიფტი სახლში. შემდეგ დღეს ბუფალოში მისი მეგობარი მამაკაცის, ტრევის კელსის თამაში იყო, რომელსაც თავადაც დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ სვიფტის ეს კონკრეტული სახლი ადრეც გახდა შეჭრის სამიზნე. გარდა სავარაუდო ქურდობის მცდელობისა, ადევნების ფაქტებიც დაფიქსირდა.  

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ბოლო სეზონი“

ქართული სერიალი „ბოლო სეზონი“ და მისი საუნდტრეკი

შემდეგი სტატია

ბონ ჯოვის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის პრემიერა აპრილში შედგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი